ვარსკვლავები
"ქალბატონო, შარვალი გაგერღვათ": სელებრითების 5 ყველაზე უხერხული კონფუზი
26 აპრილი, 13:05
უსაზღვრო პოპულარობა ცნობილ ადამიანებს არაერთგვაროვან სიტუაციებში გამუდმებით ამყოფებს. ზოგიერთი ვარსკვლავის ჩაცმულობაში არსებული კაზუსები ყოველთვის ხდება საჯარო განხილვის საგანი. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ის უხერხული კონფუზები, რომელიც შეუმჩნეველი არც მსოფლიო პრესას დარჩენია.
ჯენიფერ გარნერი
ჯენიფერ გარნერმა ერთხელ თაყვანისმცემლებთან საკმაოდ გულახდილად აღიარა, რომ ძალიან უყვარს მაკორექტირებელი თეთრეული, ხოლო აი, ამ ფოტოზე მან მთელს მსოფლიოს საჯაროდ დაუმტკიცა, რომ მის გარეშე გასვლა წითელ ხალიჩაზეც კი არ შეუძლია. მაშინ, როცა სხვა ვარსკვლავები ღონისძიებაზე ორიგინალური და ლამაზი კაბებით ბრწყინავდნენ, გარნერი თავისი მაკორექტირებელი ტრუსებით "ანათებდა".
შანინა შეიკი
შანინა შეიკის ეს უჩვეულო კაბა ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან შთამბეჭდავად და მოდურადაც კი მოგეჩვენოთ განსაკუთრებით ამ სუპერმოდელის სხეულზე, თუმცა თუ მას მეორე მხრიდან შეხედავთ, თქვენ წინაშე საკმაოდ მოულოდნელი "ხედი" გადაიშლება, ეს მისი მაინც მეტ-ნაკლებად მოკრძალებული ფოტოა. ინტერნეტქსელში კი შეგიძლიათ მოიძიოთ მისი გაცილებით უფრო თამამი კადრები.
ემა უოტსონი
ავტოგრაფების დარიგებისას და თაყვანისმცემლებთან სელფების გადაღებისას ემა უოტსონი უეცრად თავსხმა წვიმასა და ძლიერ ქარში აღმოჩნდა. შესაბამისად, მსახიობს თავისი ღრმა ჭრილიანი კაბა ცოტა ხანი ყურადღების მიღმა დარჩა, შედეგად კი უცაბედად ამოვარდნილი ქარის ნაკადის "წყალბით" მისი თეთრეულის ფერი ყველამ იხილა.
ლედი გაგა
ლედი გაგა - უხერხული სიტუაციების ნამდვილი დედოფალია. მაგალითად ერთ - ერთ კონცერტზე, სცენაზე გამოსვლისას პოპ-მომღერლს ტყავის შარვალი საკმაოდ უხერხულ ადგილას გაერღვა, თუმცა სელებრითი თავის ყველა წარუმატებლობას "შავ პიარად" ოსტატურად აქცევს ხოლმე, რასაც პუბლიკა მომხდარის შემდეგ კიდევ დიდხანს აქტიურად განიხილავს.
კორტნი ლავი
სავარაუდოდ, არც ერთ ვარსკვლავს არ შეუძლია იმ რაოდენობის პლასტიკური ოპერაციებით ტრაბახი რამდენითაც კორტნი ლავს. მისმა მკერდმა უკვე რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოასწრო, რამაც მომღერლის კანსა და მკერდის ფორმაზე გავლენა იქონია. ისე, საინტერესოა კორტნიმ ასეთი ღრმა დეკოლტე თავისი "ღირსებების" კიდევ უფრო უკეთ წარმოსაჩენად შეარჩია თუ უბრალოდ ყურადღების მიპყრობის მიზნით?