მოვლენები
5 ვარსკვლავი, რომელიც ისე შერცხვა, ვერც კი მიხვდა
25 აპრილი, 17:19
უხერხული სიტუაციებისგან დაზღვეული არავინაა, თვით მსოფლიო მასშტაბის ვარკვლავებიც კი, თუმცა რიგითი მოკვდავებისგან განსხვავებით სელებრთების კაზუსები ობიექტივში სინთლის სიჩქარით ხვდება და საზოგადოების მხრიდან განხილვის მთავარ თემადაც იქცევა. წარმოგიდგენთ მოდურ კონფუზებს, რომლებშიც მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები თავისდა უნებურად აღმოჩნდნენ.
ქეით მოსი
ახლა უკვე გასაგებია თუ რატომ უსაფრდებიან პაპარაცები ვარსკვლავებს პირდაპირ მანქანებთან. რა თქმა უნდა, ზოგს შეიძლება ნამდვილად სურს სელებრითის პირველი აღბეჭდვა, თუმცა უმრავლესობა მათგანი მაინც უხერხულ მომენტებზე "ნადირობს". მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ქეით მოსიც - ერთი დაუფიქრებელი მოძრაობა და მისი საცვლების ფერი მთელმა მსოფლიომ იხილა.
ჯენიფერ ლოურენსი
კიდევ კარგი რომ მსახიობს ბიუსტჰალტერი მანქანაში და არა წითელ ხალიჩაზე გაეხსნა, თუმცა ეპიკური დაცემის გმირს უკვე აღარაფრის რცხვენია - ყურადღების ცენტრში ყოფნას ის უკვე დიდი ხანია მიეჩვია.
ტეილორ სვიფტი
ამერიკელი მომღერალი 2018 წლის "Billboard Music Awards"-ზე ღრმა ჭრილიან, მდიდრულ ღია ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა. ვარსკვლავი ღონისძიების ოფიციალურ ფოტოებზე უდაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა (ყველასთვის მაშინვე გახდა გასაგები თუ რატომ დააზღვია მომღერალმა ფეხები 40 მილიონ დოლარად) თუმცა, საღამოს განმავლობაში ექსტრავაგანტულმა ჭრილმა ვარსკვლავს უხერხულობა არაერთხელ შეუქმნა.
ელიზაბეტ ჰარლი
ელიზაბეტ ჰარლის გადამწყვეტ მომენტში კაბის გასწორება დაავიწყდა, რის გამოც პაპარაცების სამიზნე გახდა. ვარსკვლავი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ასეთი სამოსის არჩევანში აშკარად შეცდა.
კეტი პერი
კეტი პერი სცენისთვის ყოველთვის უჩვეულო კოსტიუმებს ირჩევს. ზოგჯერ ვერც კი ხვდები, ეს უხერხული დამთხვევაა თუ მომღერლის მიერ კარგად მოფიქრებული პიარ-სვლა. დროდადრო სელებრითი დავიწყებას ეძლევა და საკუთარ თაყვანისმცემლებს თავს ასეთი პროვოკაციული "ლუქებით" ახსენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსმენელი მის კონცერტზე სწორედ "ამის" სანახავად მისულიყო.