x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"მანიპულაციის 10 სტრატეგია მასმედიის მიერ" ანუ მედიის გავლენა საზოგადოებაზე
image

ნოამ ჩომსკი ამერიკელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პოლიტიკური აქტივისტი და სოციალური კრიტიკოსია. ხშირად მას უწოდებენ „თანამედროვე ლინგვისტიკის მამას".

როგორც „The New York Times Book Review“-მა აღნიშნა, „თუ მისი ენერგიის, მასშტაბისა და იდეების ზეგავლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩომსკი დღეს, შესაძლოა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოღვაწე იყოს ინტელექტუალთა შორის.“ 1980-1992 წლებში ჩომსკი ყველაზე უფრო ხშირად ციტირებული ცოცხალი მეცნიერი იყო, და მერვე ადგილს იკავებს ყველა დროის ციტირებად ავტორთა შორის.


გთავაზობთ ნოამ ჩომსკის "მანიპულაციის 10 სტრატეგია მასმედიის მიერ"



1. ყურადღების გადატანა


საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტი მდგომარეობს პოლიტიკურ-ეკონომიკური მმართველი წრეების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან და პრობლემებიდან ადამიანთა ყურადღების გადატანაში ნაკლებად მნიშვნელოვან შეტყობინებებზე, რომლითაც საინფორმაციო სივრცე გამუდმებულად არის გადატვირთული. ყურადღების გადატანის ხრიკი საკმაოდ არსებითია იმისთვის, რათა მოქალაქეებს არ მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეორობიოლოგიისა და კიბერნეტიკის სფეროში. “მოქალაქეთა ყურადღება გამუდმებით უნდა გადავიტანოთ ნამდვილი სოციალური პრობლემებიდან ისეთ თემებზე, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნიათ. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოქალაქეები მუდმივად რაღაცით იყონ დასაქმებულნი და არ რჩებოდეთ დრო განსჯისთვის; უნდა შეგვეძლოს მათი გადატანა “მინდვრიდან – ვაგონში”” (ციტატა წიგნიდან “ჩუმი იარაღი მშვიდი ომებისთვის”).

2. პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის მეთოდების შეთავაზება

მოცემული მეთოდი სხვაგვარად ასეც იწოდება: “პრობლემა-რეაქცია-გადაწყვეტილება”. ამ ხერხის მიხედვით, ჯერ ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, ანუ ერთგვარ სიტუაციას, რათა მოსახლეობაში გამოიწვიონ განსაზღვრული რეაქცია იმისთვის, რათა თვითონ მოითხოვოს ზომების მიღება, რომელიც მმართველი წრეებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, დაუშვებენ ძალადობის ესკალაციას ქალაქებში ან მოაწყობენ სისხლიან ტერაქტს იმისთვის, რათა მოქალაქეებმა მოითხოვონ კანონი უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც ფაქტობრივად შეზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას. ან კიდევ: გამოიწვევენ ეკონომიკურ კრიზისს, რათა ნებაყოფლობით მიაღებინონ ხალხს იდეა, თითქოსდა “კრიზისიდან” გამოსასვლელად საჭიროა სოციალური უფლებების დარღვევა და ქალაქის სამსახურთა მუშაობის შეზღუდვა.

3. მუდმივი გამოყენების მეთოდი

რაიმე არაპოპულარული ღონისძიების მიღება რომ უზრუნველჰყონ, მას თანდათანობით, დღითი დღე, წლიდან წლამდე ნერგავენ. სწორედ ამგვარად მოახვიეს თავს მოსახლეობას პრინციპულად ახალი სოციალ-ეკონომიკური პირობები (ნეოლიბერალიზმი) გასული წლის 80-იან და 90-იან წლებში. სახელმწიფოს ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანა, პრივატიზაცია, მერყევობა, არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასი, რომელიც უკვე ვეღარ უზრუნველყოფს ცხოვრებისეულ პირობებს. ყოველივე ამის ერთდროულად დაშვება რევოლუციას გამოიწვევს. ამიტომაც ეს ყოველივე თანდათანობით, ნელ-ნელა ინერგება.

4. აღსრულების გადავადება

არაპოპულარული გადაწყვეტილების მომდევნო მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას მას წარუდგენენ, როგორც “მტკივნეულად აუცილებელი” ღონისძიებას, რათა მოცემულ მომენტში მიაღწიონ მოქალაქეთა თანხმობას მის განხორციელებაზე მომავალში. ბევრად ადვილია მსხვერპლის გაღებას დაეთანხმო მომავლისთვის, ვიდრე მიმდინარე მომენტისთვის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს უეცრად არ მოხდება. მეორეც, იმიტომ, რომ ხალხის მასა ყოველთვის ელოლიავება თავის გულუბრყვილო იმედებს იმაზე, რომ “ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება” და, რომ მსხვერპლი, რომელსაც ახლა მისგან ითხოვენ, მომავალში საჭირო აღარ იქნება. ამგვარი პოლიტიკა მოქალაქეებს ნელ-ნელა აჩვევს მოსალოდნელ ცვლილებებს და როდესაც ამისი დრო მოვა მათი მიღების პრობლემა არ ქმნება, ადამიანები უკვე მორჩილად ღებულობენ ამ პირობებს.

5. მიმართე ხალხს, როგორც პატარა ბავშვს

პროპაგანდისტულ გამოსვლათა უმეტესობა, რომელიც ფართო პუბლიკაზეა გათვლილი, ისეთ არგუმენტებს, პერსონაჟებს, სიტყვებსა და ინტონაციას იყენებს, თითქოსდა ელაპარაკებოდეს სკოლამდელი ასაკის, ჯერ კიდევ გონებრუვად უმწიფარ პატარებს. რაც უფრო ცდილობს ვინმე მსმენელის შეცდომაში შეყვანას, მით უფრო მეტად იყენებს ის ინფანტილურ მეტყველებით კონსტრუქციებს. რატომ? “თუ ვინმე მიმართავს ადამიანს, თითქოსდა ის 12 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის ბავშვი იყოს, შთაგონების ძალით (ცხადია ვარაუდის გასაზღვრული პროცენტით), ამ ადამიანის პასუხში კრიტიკული შეფასება უფრო ნაკლები იქნება, რაც 12 და უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი.

6. უფრო მეტი აქცენტირება ემოციაზე, ვიდრე განსჯაზე

ემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური ხრიკი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რათა დაიბლოკოს ადამიანთა რაციონალური ანალიზის უნარი, შედეგად კი საერთოდ, მიმდინარე მოვლენის კრიტიკული გააზრების შესაძლებლობა. მეორეს მხრივ, ემოციური ფაქტორის გამოყენება გზას კვალავს ქვეცნობიერისკენ, რათა ჩანერგოს იქ აზრები, სურვილები, შიშები, იძულებანი და ქცევის გარკვეული მოდელები…


image

7. მდაბიო განათლების კულტივირებით, ადამიანების უმეცრებაში დამკვიდრება

ეს არის მეთოდი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს ადამიანთა უუნარობას გაიგონ ის ხერხები და მეთოდები, რომელთაც მათი მართვისთვის იყენებენ და რომელთა მეშვეობითაც საკუთარ ნებას უმორჩილებენ. “განათლების ხარისხი, რომელსაც უდაბლეს საზოგადოებრივ კლასებს სთავაზობენ, რაც შეიძლება უფერული, ღატაკი და საშუალო უნდა იყოს რათა, უმეცრება, რომელიც საზოგადოების დაბალ კლასებს მაღალი კლასებისგან განაცალკევებს, დარჩეს იმ დონეზე, რომელსაც დაბალი კლასები ვერ დასძლევენ.

8. მოქალაქეთა წაქეზება გაუნათლებლობისკენ

მოქალაქეებს უნერგავენ აზრს იმის შესახებ, რომ ძალზედ მოდურია იყო ჩლუნგი, ურცხვი, უზრდელი და უხამსი, …

9. საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება

ამ მეთოდით ადამიანებს აიძულებენ დაიჯერონ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე საკუთარ უბედურებებში, რომელიც მისი გონებრივი შესაძლებლობების უკმარისობის ან არაჯეროვანი ძალისხმევის გამო ხდება. შედეგად, იმის ნაცვლად, რათა წინ აღუდგეს ეკონომიკურ სისტემას, ადამიანი იწყებს თვითდამცირებას და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რაც იწვევს დამთრგუნველ მდგომარეობას, მათ შორის კი, უმოქმედობას. ხოლო იქ სადაც უმოქმედობაა, რაიმე რევოლუციაზე და წინააღმდეგობაზე შეუძლებელია ლაპარაკი!

10. ადამიანებზე იმაზე მეტი ცოდნის მოპოვება, რაც მათ საკუთარ თავზე უწყიან

ბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერების წარმატებებმა მეტად გაზარდეს ნაპრალი უბრალო ადამიანების ცოდნასა და იმ ცნობებს შორის, რომელსაც ფლობენ გაბატონებული კლასები. ბიოლოგიის, ნეირობიოლოგიის და გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით “სისტემამ” ადამიანის შესახებ მოპოვა უდიდესი ცოდნა, როგორც ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის სფეროში. ამდენად, სისტემამ უფრო მეტი იცის ადამიანზე, ვიდრე თვით ადამიანმა საკუთარ თვზე. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სისტემა უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს და უფრო მეტად შეუძლია ადამიანთა მართვა, ვიდრე თვით ადამიანებს.

3
170
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
170
  
ერთადერთი,ვინც ადამიანების მასიურად აყოლიება შეძლო და სისტემისთვის საფრთხის შექმნა იყო ქრისტე,თუმცა სამუდამოდ არ გაგრძელდა ეს ამბავი. მისი მოტანილი თავისუფლება ძალიან მალე გადაიზარდა ახალ სისტემაში,რომელიც თავად გახდა დამმონებელი,შექმნეს ახალი სისტემა და ამ ახალი სისტემის მსხვერპლი გახდა მილიარდობით ადამიანი. შეხედეთ ეკლესიებს,წარმომადგენლობას და მის მრევლს,როგორი გაბღენძილები დაიარებიან,თითქოს აღმატებულები იყვნენ სხვებზე.ეთაყვანებიან მოოქროვილ საგნებს,ხან ვის გამოსახავენ და ხან ვის,აჩოქებენ ადამიანებს და ლოცვას აღავლენენ. არადა,10 მცნებაში,როცა საუბარია მხოლოდ ერთის პატივისცემაზე და მისი ღმერთად გამოცხადებაზე,არავის სცე თაყვანიო და ა.შ. როგორ იქცევა ადამიანთა მასა და ეკლესია,ყველაფერს თაყვანს სცემენ. ადრე იყო,მსოფლიო პატრიარქი ჩამოვიდა და მერსედესით მოძრაობდა,ვხედავდი ადამიანების ჯგუფს,რომლებმაც დაიჩოქეს და თაყვანი სცეს,ეს ხო მონობაა?

აქ მასმედიაზეა საუბარი მარტო,თუმცა ყველა ცდილობს რამდენსაც შეძლებს დაიმონოს და მასზე ზემოქედება შეძლოს. ამიტომაც დააფასეთ ადამიანი,ვინც მოვა და სიმართლეს გეტყვის,ამისთვის თაყვანის ცემას არ მოგთხოვთ.
ფილმი არის ასეთი "მეამბოხე",სამ ნაწილიანი ფილმია და ზუსტად არის აღწერილი ამ დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. თუ როგორ ცდილობენ ადამიანების ჯგუფებად დაყოფას და თუ როგორ ეძებენ ადამიანებს,ვისზეც სისტემის მეთოდები არ ჭრის და მასზე ზემოქმედება შეუძლებელია. ასეა დღესაც,ყველა და ყველაფერი მიმართულია მსგავსი ადამიანების წინააღმდეგ და ცდილობენ რო ასეთი ადამიანები ჩრდილში დატოვონ. თუ მათი დამონება ვერ ხერხდება,მაშინ მათი სახელი უნდა გაფუჭდეს და ადამიანებს შიში ან არასეროზული დამოკიდებულება ჩამოუყალიბონ,რათა არ შეძლოს მასებისთვის მწარე სიმართლის თქვა და არ ჩაახედოს სარკეში. თქვენი აზრით,ვინ იყო ქრისტე? ის იყო ადამიანი(ღმერთიც),ვინც არ ემორჩილებოდა სისტემას და გაბატონებულ წესებს,ვერ მოახდინეს მასზე ზემოქმედება და დასაჯეს. ის არის თავისუფლების სიმბოლო,მისი დასჯით ისჯება თავისუფლება და იწირება სამყარო მონობისთვის. ამბობენ,რომ მაშინ არ იცოდნენ ვინ იყო ქრისტე და წარმოუდგენელი იყო გააზრება ფაქტის,ღმერთი განკაცდა და დედამიწაზე ჩამოვიდა. რა გგონიათ,დღესაც რო გამოჩნდეს ქრისტე,არ დასჯიან? დასჯიან და მერე როგორ,რადგან არ სურთი თავისუფლება იქადაგოს ვინმემ და ადამიანების მონობა დაასრულოს. რეალურად,ძველი და ახალი აღთქმა დამყარებულია თავისუფლებაზე და ის ერძვის მონობას,მაგრამ ყველა მაინც მონობას ირჩევს. მოსემ რო ებრალები წამოიყვანა ეგვიპტიდან და შეასრულა ღმერთის ნება,ეს არ იყო თავისუფლების დამკიდრების მცდელობა? ან 40 წელი რო აბოდიალა უდაბნოში,რათა თავისუფლებაში დაბადებული ადამიანები ყოფილიყვნენ. პირველი ვინც თავისულფებას ებრძვის არის ეკლესიები და მთავრობები,ისინი გამოდიან სამღვთო ლოზუნგებით,თუმცა მათ არც ღმერთის სწამთ და არც თავისუფლების. ადამიანებს ეუბნებიან რო ქრისტე ჯვარს ჩვენი ცოდვებისთვის ეცვა,თუმცა ის თავისუფლებისთვის დაისაჯა,ადამის თავისუფალი არჩევანის გამო. თავისუფალი ნება და თავისუფლება ცოდვა არ არის,პირიქით,ეს ღმერთის სურვილი და საჩუქარია.
სერიოზული რესურსი იხრჯება მსგავს რაღაცეებზე და ყოველდღიურად სწავლობენ ადამიანის ქცევებს. ამაში მხოლოდ მასმედია არ არის ჩართული,ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულება მუშაობს ამაზე. ადამიანზე ზემოქმედება იწყება საბავშო ბაღიდან,იმ წუთიდან აჩვევენ მორჩილებას და ეს ყველაფერი ძალიან უბრალო მეთოდებით ხდება. ნებისმიერ სკოლაში მიბრძანდით,შეაღეთ კარები და მიხვდებით როგორ მუშაობს ეს ამბავი. მასწავლებელი შედის თუ დამლაგებელი,ბავშვები ავტომატურ რეჟიმში დგებიან ფეხზე და სალამს აძლევენ შემომსვლელს. ეს ამბავი განმარტებულია ზრდილობით,როცა ბავშვებს აჩვევენ მორჩილებას და კონკრეტული ადამიანის მიმართ ფანატიკური დამოკიდებულებისთვის. მერე ეს ბავშვები იზრდებიან და ყოველთვის ყავთ ადამიანი,ვისაც ასე ფეხზე უდგებიან და ეთაყვანებიან,ეს ადამიანი ძირითადად არ არიან მშობლები. ამიტომაც გვაქვს ფაქტები,როცა სისტემას სურს ორი თაობის დაპირისპირება,ამას ადვილად ახერხებს და შვილებს აპირისპირებს მშობლებს. ჯარებში არის ასეთი მიდგომა,როცა ზემდგომი მოდის,უნდა გადახვიდე სწორებაზე ან ფეხზე წამოუდგე,ამის მსგავსად იზრდებიან ბავშვები და ისინი არიან მონობისთვის განწირულები. თუმცა არიან გამონაკლისები რომლებზეც ეს მეთოდი არ ჭრის და ასეთი ხალხი იშვიათია,თუმცა სისტემას ყველაზე უფრო მათი ეშინია,სისტემასთან ერთად დამონებულ მასასაც.
0 1 3