სხვა
7 იშვიათი ისტორიული ფოტო, რომლებსაც ისტორიის სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ
24 აპრილი, 19:56
წამის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ მისი ფოტოფირზე გადატანა სავსებით შესაძლებელია. ძველი ფოტოებისა და შემთხვევითი კადრების საშუალებით უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა დროებით წარსულში გადავინაცვლოთ და სხვათა გრძნობებისა და განცდების გაგებას შევეცადოთ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა სასაცილო, მრძნობიარე და გულის ამაჩუყებელი ისტორიული კადრები, რომელთა ნახვაც ერთმნიშვნელოვნად ღირს.
ნუ მიმატოვებ
სასამართლოს შენობის დერეფანში ცოლის წინაშე მუხლებზე დაცემული მამაკაცი საყვარელ ქალს ევედრება არ გაშორდეს, თუმცა თუ მეუღლის სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ მას უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს, 1948 წელი
73 წლის შემდეგ დედამიწაზე მომხდარი ჯოჯოხეთიდან
ეს სამი მამაკაცი ერთმანეთს 2019 წელს შეხვდა, ანუ 73 წლის შემდეგ, რაც ისინი ოსვენციმიდან იქნენ გათავისუფლებულნი. საკონცენტრაციო ბანაკში მათ მკლავებზე სერიული ნომრები დააწერეს, რაც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვათ.
23 საათი
ექიმი ზბიგნევ რელი ოცდასამი საათის განმავლობაში გულის ოპერაციას ატარებდა. ფოტო ასახავს მომენტს, როდესაც ყველაფერი დასრულდა, თუმცა ექიმი პაციენტს მაინც ვერ ტოვებს, რათა საბოლოოდ დარწმუნდეს რომ ყველაფერი რიგზეა და მას არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება. კუთხეში ღონემიხდილ ასისტენს სძინავს.
არ შეიძლება ქმარისთვის ცუდი განწყობის ჩვენება
უკმაყოფილო ხარ ოჯახური ცხოვრებით? არასაკმარისად კარგად ალაგებთ სახლს და ცუდად ამზადებთ სადილს? ხოლო მეუღლე გამუდმებით წუწუნებს, რომ მას ნაკლებ ყურადღებას აქცევთ და კარგად არ უვლით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფსიქიატრიულ კლინიკაში. ქმარზე უნდა იზრუნოთ! დახვდეთ მას ფორმაში, მოვლილი, ღიმილიანი სახით და თბილი ვახშმით მაგიდაზე. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ქალებს, რომლებიც "ქმრებზე საჭიროებისამებრ არ ზრუნავდნენ" ღიმილის თერაპიით მკურნალობდნენ. ითვლებოდა, რომ სარკეში ღიმილის დანახვით, ღიმილი თავადაც მოგინდებოდათ, ხოლო დეპრესია და განსაცდელი უკვალოდ გაქრებოდა. ყველაზე ცუდი ვარიანტი არ არის, ყოველ შემთხვევაში არატრავმულია.
გაზის ნიღბები ჩვილებისთვის
როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონს ბომბავდნენ მთავრობამ ჩვილებისთვის გაზის ნიღბების წარმოების ბრძანება გასცა. ბავშვებზე ცდებს ატარებდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ მოწყობილობა ჩვილებისთვის უსაფრთხო იყო და მათ გაზისა და კვამლისგან სათანადოდ დაიცავდა. მოგვიანებით მსგავსი მოწყობილობები ყველა ასაკის ადამიანს დაურიგდა.
სწავლა უპირველეს ყოვლისა
ინდოელი სტუდენტი ტამილნადუში მდებარე მადრასის უნივერსიტეტში გამოცდის ჩასაბარებლად გვიანობამდე ემზადება, ხოლო იმისთვის რომ ფხიზლად დიდი ხნის განმავლობაში დარჩენილიყო, თმა კედელზე მიიმაგრა, 1905 წელი
ლიბანი სამოქალაქო ომამდე, ქალაქი ბიბლოსი, 1965 წელი, რაიმონდ დეპარდონის ფოტო