x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სჯობდა უარი ეთქვათ: 5 მსახიობი, რომელმაც ცნობილ ფილმებში თამაში მწარედ ინანა
image


ყველა მსახიობი ისეთ როლს ეძებს, რომელიც კარიერაში მათ წინსვლას დაეხმარება, თუმცა არის მუშევრები, რომლებიც მსახიობებისთვის ნამდვილ ღამის კოშმარად იქცა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 მსახიობს, რომელიც ცნობილ ფილმებში თამაშს დღემდე ნანობს.




დანილა კოზლოვსკი - "ვიკინგი" (2016)


image


რეჟისორი ანდრეი კრავჩუკი "სამეფო კარის თამაშების" მსგავსი ისტორიული დრამის შექმნაზე ფიქრობდა, თუმცა ფილმმა "ვიკინგმა" მაყურებლისგან საჭირო აღიარება ვერ მიიღო, ის 10-დან მხოლოდ 4.6-ით ქულით შეფასდა. დანილა კოზლოვსკიმ, რომელიც ეკრანზე პრინც ვლადიმირის სახეს ასახიერებდა თავის ერთ - ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მას რომ სცოდნოდა რამდენად დამღუპველი იქნებოდა აღნიშნული პროექტი, ის გადაღებებზე უარს თავიდანვე იტყოდა.



ალეკ გინესი - "ვარსკვლავური ომები" (1977-2019)


image

მიუხედავად იმისა, რომ "ვარსკვლავური ომების" ფრანჩიზში ობი-ვან კენობის როლმა ალეკ გინესი მსოფლიოში ცნობილი გახადა და უზარმაზარი ჰონორარიც მოუტანა, მსახიობი თავის გადაწყვეტილებას დღემდე ნანობს. რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა გინესი დაარწმუნა ეთამაშა ფრნჩიზის თითოეულ მომდევნო ნაწილში.





ქეთრინ ჰეიგლი - "გრეის ანატომია" (2005)


image


ქეთრინი უკმაყოფილო იყო თავისი პერსონაჟით. მსახიობი ამტკიცებდა, რომ სცენარისტები იზი სტივენსის გმირს აიძულებდნენ გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც ცხოვრებაზე მის შეხედულებებს არ შეესაბამებოდა. მსახიობი პოპულარულ ტელესერიალში მონაწილეობას იმდენად ნანობდა, რომ "ემის" ნომინაციაზე უარიც კი თქვა.




რობერტ პატინსონი - "ბინდი" (2008)


image


მსახიობმა გადაღებების დროს არაერთხელ გამოთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ფილმ "ბინდის" მიმართ. თავისი ზედმეტი გულწრფელობის წყალობით ის ლამის პროექტიდანაც კი იქნა დათხოვილი. ერთ - ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა: "მე ვინანე ჩემი გადაწყვეტილება. ეს არ იყო ჩემი როლი. ახლა უფრო ფრთხილი ვარ პროექტების არჩევისას და გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ვფიქრობ".





შარლიზ ტერონი - "აზარტული თამაშები" (2000)


image


მსახიობი ფილმს თავის კინოკარიერაში ყველაზე წარუმატებელ ნამუშევრად მიიჩნევს, თუმცა ტერონი ბენ აფლეკთან და რეჟისორ ჯონ ფრანკენჰაიმერთან მუშაობით მაინც კმაყოფილია, ამასთან მსახიობს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი იმისა, რომ ფილმი ასე ძალიან არ ჰყვარებოდა არ ჰქონია. ნამუშევარი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ჟანრის აღიარებულ კლასიკადაც იქცა.







0
347
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
347