პეპელა, რომელიც ითვლება ლამაზ, ნაზ და უწყინარ არსებად, რეალობაში ლეშიჭამია აღმოჩნდა
სკოლიდან მოყოლებული გვასწავლიდნენ, რომ პეპელა უწყინარი არსებაა, რომელიც მცირე ხნით ცოცხლობს, მაგრამ თავისი სილამაზით ამშვენებს ბუნებას.
რეალურად კი მეცნიერებმა სულ სხვა რამ დაამტკიცეს. მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს უწყინრად ცნობილი არსება სულაც არ ყოფილა ისეთი უწყინარი, როგორც წარმოგვედგინა ან წარმოგვიდგენია.
ზედა სურათზე პეპლები მკვდარი თევზის ლეშით იკვებებიან, რაც იმას ნიშნავს, პეპლები მიუხედავად მათი სილამაზისა და სინაზისა ლეშიჭამია, თან საკმაოდ აგრესიულები არიან.
ამ სურათზე პეპლები მიირთმევენ მკვდარი ბაყაყის ლეშს.
ჯავშანში რაინდივით "ჩამჯდარ" კუს პეპელამ რა უნდა დააკლოს, მაგრამ ამ სურათმა დაადასტურა, რომ ასე მარტივადაც არაა საქმე. პეპლები დაესივნენ კუს და საბრალო კუს ცრემლებს ისრუტავენ. კუს ცრემლები შეიცავს მარილს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მეცნიერების კვლევებით, ძალიან უყვართ პეპლებს.
გაგიკვირდებათ და ნიანგიც არაა დაზღვეული პეპლების აგრესიისაგან, პეპელას არ შეუძლია ნიანგის ჯავშნის გარღვევა, მაგრამ თავისუფლად შეუძლია იკვებოს ნიანგის ცრემლებით, ასევე იმ ცხიმოვანი გამონადენით, რასაც ნიანგი გამოყოფს.
ასე, რომ მეცნიერების კვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნის შემდეგ გირჩევთ, ბავშვებს არ მისცეთ ნება "გაეთამაშონ" პეპლებს, რომლებიც მიკრობების მთელ "ბუკეტს" დაატარებენ თან, როგორც ლეშიჭამიები.