საზოგადოება
"თუ ვერ დამიმტკიცებთ, მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას!!!"- ვის მიმართავს ნინი შერმადინი
24 აპრილი, 10:09
ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი პოსტს ავრცელებს, სადაც ტელეკომპანია "პოსტ ტვ"-ის მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს და პროპაგანდისტულ ტელემედია საშუალებას საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს:
"პოსტივი მედია, იქნებ უფრო კარგად დააზუსტოდ ხოლმე ჩემზე ინფორმაცია, სანამ ჩემს რუსეთებში მოღვაწეობაზე გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას და ჩემს სახლს და გვარს გამოაჭენებთ რუსულად! 2012 წელს ჩამოვედი ამერიკაში და თქვენს ვიდეოში ნახსენები ინფორმაცია არის ტყუილი და დეზინფორმაცია! რუსეთში არასდროს მიმღერია და არც არასდროს ვიმღერებ, თუ არ ჩამითვლით 2005 წლის იურმალის შესარჩევ შიდა კასტინგს! მოვითხოვ შესაბამისი ორგანოებიდან ამოიღოთ ჩემს მიერ საზღვრის კვეთის ისტორია და გაასაჯაროვოთ! ასევე მოვითხოვ დაიდოს რუსული კონცერტის კადრები! თუ ვერ დამიმტკიცებთ რომ მე რუსეთში 2005 წლის შემდეგ როდესმე ვყოფილვარ, მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!!!"- წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.