რელიგია "როგორ მფარველობდა და მფარველობენ პედოფილიას ეკლესიაში"-ილია ჭიღლაძე 23 აპრილი, 18:28 "როგორ მფარველობდა და მფარველობს ილია მეორე პედოფილიას ეკლესიაში… მორიგი ფაქტები
ამ რამდენიმე წლის წინ, თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკის გვერდით არსებული ძველი წმ. სამების ეკლესიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ალ. მარკოზაშვილს არასრულწლოვანი სტიქაროსთან სექსუალური კონტაქტის მცდელობის გამო მსხვერპლის მშობლებმა პატრიარქთან უჩივლეს და მოითხოვეს მღვდლობიდან მისი განკვეთა. ილია მეორემ კი მათ უპასუხა: “უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხომ შენდობას და პატიებას გვავალებს, აპატიეთ მამაოს ეს ცოდვა და უფალი დაგლოცავთ!” მშობლები არ გატყდნენ და უკან არ დაიხიეს, ამიტომ
შიოლაშვილი და შანტრაბა (ანუ საპატრიარქო) იძულებული გახდნენ შეეჩერებინათ მღვდელმოქმედების უფლება მარკოზაშვილისთვის, თუმცა სამღვდელო ხარისხიდან არ განუკვეთიათ დღემდე და ისევ დეკანოზის წოდება აქვს და დაიარება ეკლესიაში მედავითნედ.
ეს ნაცადი მზაკვრული ფანდი არაერთხელ გამოიყენა ილია შიოლაშვილმა მსხვერპლთა გასაჩუმებლად და პედოფილთა ან სხვა სახის დამნაშავეთა გადასარჩენად. იგივეს უთვლიდა ბორჯომებული გოგონას ოჯახს, რათა გადაერჩინა პედოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა, რომელიც მართალია ეპარქიიდან გამოაგდეს ამის გამო და დღემდე უეპარქიოა, მაგრამ ყოველნაირი კანონის დარღვევით მაინც დატოვა ეგრედ წოდებული წმინდა სინოდის წევრად და მოქმედ მღვდელმთავრად. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარს და მფარველობს პედოფილებს და არ სურდა მათი დასჯა-განკანონება.
ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის მიერ ხვიჩიასთან მოყოლილი
ისტორიაც არ დაგავიწყდეთ!
ესაა ილია მეორე…
დასკვნები თქვენ გამოიტანეთ!"-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ ილია ჭიღლაძეს მღვდელთმსახურება 2021 წლიდან აუკრძალა, ეკლესიის და კათალისკოს პატრიარქის მიმართ არაკორექტული გამონათქვამების გამო.
"საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის“, – ასეთი განცხადება გაკეთდა საპატრიარქოში.
112 2-ს მოსწონს |
ქართლელების აღმა ხნული
კახელებმა დაბლა ფარცხეს
საქართველოს მოუვლინეს
საუკუნო გასაჭირი
რა გურამიშვილიც პრორუსი იყო თ დასავლეთის ჩმორი,ხომ დაწერა და გაიგონეთ. მტერი ერთი ან ორი არ არის,მეტია და ისინი ცდილობენ საქართველოს დაყოფას.ისტორიულად ასეა,როცა საქართველო შიგნით ქიშპობას იწყევს,დამოუკიდებლობას კარგავს და მიწებს ზედ აყოლებს. ვიკითხოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია,რა იცი და იქნებ გამოგვადგეს
ახლა გადავიდეთ ისტორიაზე,როცა მონღოლებმა მიგვიპყრეს და სულს ვღაფავდით,აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დემეტრე II(ესეც წმინდანად ყავთ შერაცხული) და დიმიტრიმ მოინდომა შეთქმულება მონღოლების წინააღმდეგ,დაამყარა კავშირები და შეუდგა საქმეს,თუმცა ჩავარდნენ შეთზმულები და საქართველოს აოხრების საფრთხე დაემუქრა. ამიტომაც დიმიტრიმ გადაწყვიტა,რომ მისი გადაწყვეტილებების გამო პასუხი ხალხს არ ეგო,წავიდა და თავი დადო.თუმცა მისმა შვილმა გიორგიმ მამის შეცდომები გაითვალისწინა და ეგრევე არ შეასკდა მონღოლებს,ჯერ ქვეყანა ფეხზე დააყენა და მერე გადავიდა ხისტ პოლიტიკაზე,რამაც შედეგი მოიტანა. ამ მამა-შვილის ამბავი რელევანტურია ახლა,რადგან მამა(ნაცები) თავისი დაშვებული შეცდომის გამეორებას ითხოვენ,ხოლო შვილი(ქოცები) პრაგმატულ პოლიტიკას ატარებენ.
ადამიანების დაპირისპირებას ცდილობენ და ეს კარგი არ არის,მეორედ შესვლა იმ მდინარეში,სადაც კინაღამ დაიხრჩო ქვეყანა,არ შეიძლება და უპატიებელია. 30 და ზემოთ ხალხს მივმართავ,თქვენმა უმეტესობამ გამოიარა ის ბნელი წლები და კარგად ახსოვს,რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას და ხალხს დაპირისპირებამ. ჩვენს მშობლებს გასამართლებელი ის მაინც აქვთ,რომ ინფორმაცია არ ქონდათ და გამოუცდელები იყვნენ,ჩვენ რა გვექნება სათქმელი მომავალში? უცხოეთიდან ისევ დაგვაპირისპირესო,დავანგრიეთ ქვეყანა,რადგან მოტყუებულები ვიყავითო? ვისაც შვილი ყავს,იცოდეთ რო ბავშვებს უბედურებისთვის წირავთ და ბავშვობას ართმევთ. არ შეიძლება პოლიტიკოსების გამო ადამიანები ერთმანეთს ქიშპოდნენ და ემტერებოდენენ,ეს ცუდ შედეგზე გაგვიყვანს. და რა გგონიათ,კოლექტიური კობახიძეები,გვარამიები და გიგაურები დაგიცავენ,ჯაბამ და ზვიადიმ დაიცვა ქვეყანა 30 წლის წინ? ახლა უარესი იქნება,რადგან მაშინ რუსეთი ომში არ იყო ჩართული,მართალია სუსტი იყო,თუმცა რაღაცას მაინც წარმოადგენდა. მხოლოდ დნგრევა არ იქნება და ადამიანების კვლა,ყველა მეზობელი დაინაწილებს ჩვენს მიწებს და იცით რატომ? სუსტები ვიქნებით და არავისთვის პასუხის გასაცემი ძალა არ გვექნება