მოგზაურობა სუსტი გულის ადამიანი აქ ვერ იცხოვრებს – კოტეჯი ლომების მეზობლად 23 აპრილი, 14:37 რას არ აკეთებენ მეწარმეები ტურისტების მოსაზიდად. ყინულისა და თოვლისგან დამზადებული სასტუმროები, წყალქვეშ და ხეების მწვერვალზე მდებარე სასტუმროები ეგზოტიკას აღარ წარმოადგენს. ახლა ტრენდულია სასტუმროები, სადაც სტუმარს შეუძლია რეალური საფრთხის განცდა, როგორიცაა ველური მტაცებლების არსებობა.
კერძო ნაკრძალი GG Conversation, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აფრიკის ერთ–ერთი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ტურისტებს სთავაზობს კოტეჯში დარჩენას, რომლის ირგვლივ სულ მცირე 100 ლომი ცხოვრობს. აპარტამენტები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და საიმედოდ შემოღობილია. პატარა სასტუმროს მფლობელის თქმით, კოტეჯის პერიმეტრი საიმედოდ არის დაცული მტაცებლების შემოჭრისგან და სტუმრებს საფრთხე არ ემუქრებათ. ღობეს არა მხოლოდ საიმედო დიზაინი აქვს, არამედ დამუხტულიც არის, ამიტომ ცხოველები არც უახლოვდებიან. სიუზანა სკოტი, ამ ორიგინალური პროექტის დირექტორი, ამბობს, რომ აპარტამენტის სტუმარი მტაცებლებთან ისე ახლოს იცხოვრებს, რომ თავს იგრძნობს ლომების ხროვის სრულუფლებიან წევრად. ლომების ცხოვრების ახლოდან დაკვირვების შესაძლებლობა სასტუმროს მთავარი მახასიათებელია. კოტეჯის ეზოში განთავსებულია მყუდრო ფანჩატური, რომელიც ბარბექიუს მოსამზადებლად ყველა საჭირო პირობით აღჭურვილია. დამსვენებლები მიიღებენ უნიკალურ შესაძლებლობას, ისიამოვნონ სადილით და ამავდროულად დააკვირდნენ „ცხოველების მეფის“ ცხოვრებას მის ბუნებრივ ჰაბიტატში. სასტუმროს აქვს რამდენიმე მყუდრო ნომერი 2–3 პერსონაზე ყველა კომფორტით, ასევე საერთო ფართო სამზარეულო და ბუხრის ოთახი. ლომების გარდა ტურისტებს ჰპირდებიან ჩიტების ჭიკჭიკს და ვარსკვლავებით მოჭედილ ღამის ცას. მთელი ეს სიამოვნება სტუმრებს დღეში 100 დოლარი დაუჯდებათ ერთ ადამიანზე. ნაკრძალის მფლობელები აპირებენ, სასტუმროდან მიღებული მთელი თანხა მის განვითარებაზე დახარჯონ. ასევე დაგაინტერესებთ: 24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ გაიცანით: ბეტონის მილებისგან აშენებული სახლი ახალგაზრდებისთვის რა არის უჩვეულო ამ სახლებში? თვალუწვდენელი შონდონგი – ყველაზე დიდი მღვიმე დედამიწაზე საოცარი პატარა ქალაქები, რომლებიც არარეალურად გამოიყურება როგორ გამოიყურება ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, კინოთეატრი თეთრ სახლში და კიდევ 7 საიდუმლო ადგილი, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე წყვილი ორ ბავშვთან ერთად პატარა კარავში ცხოვრობს: ამ ოჯახის გამომგონებლობის შეიძლება შეგშურდეთ 194 1-ს მოსწონს |