x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
უკრაინელების მორიგი შურისძიება, სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა მოდერნიზებული ბომბდამშენი "Ту-22М3", ერთი პილოტი დაიღუპა

image
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობს რუსული, ზებგერითი, შორი რადიუსის მოქმედების ბომბდამშენები რომელთა ფრენის ჭერის გამო, მათი ჩამოგდება ძნელია, თუმცა დაშვება-აფრენისას ეს თვითმფრინავები ძალიან მოწყვლადია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებისათვის.
სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა, რუსული რაკეტმზიდი-ბომბდამშენი "Ту-22М3"-ი რომელიც ისედაც მცირე რაოდენობითაა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოსმოსურ ძალებში.
როგორც ჩანს უკრაინელების ხელშია ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი ან კომპლექსები, რომელთა რაკეტები თავისუფლად წვდება კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეების სამხედრო აეროდრომებზე დაშვების პროცესში რუსულ ავიაციას.

აღნიშნული რაკეტმზიდი-ბომბდამშენი ბრუნდებოდა საბრძოლო დავალებიდან, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით მას ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც პილოტებს მოუწიათ კატაპულტით ესარგებლათ, თუმცა ერთერთი პილოტი, რომელმაც კატაპულტირება დააგვიანა დაიღუპა, დანარჩენებს ეძებდნენ და თუ რუსულ მხარეს დავუჯერებთ ჰოსპიტალიზირებული არიან.

რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ვერსია მე არ მეკუთვნის და აპრიორი ჩემს მტკიცებულებად ნუ მიიღებთ, დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ანალიტიკოსები (რომლებიც ემიგრაციაში არიან რუსეთში "რუსული კანონის" მოქმედების გამო) ამტკიცებენ, რომ დაშვებამდე რამდენიმე ასეულ მეტრ სიმაღლეზე მყოფ ბომბდამშენს უკრაინიდან გამოსროლილი რაკეტა მოხვდა, რამაც თვითმფრინავის მძიმე დაზიანება და ხანძარი გამოიწვია.
თვითმფრინავის ჩამოგებას რამდენიმე რაკეტის მოხვედრის გამო ადასტურებენ თვითმხილველებიც.
აფეთქების სიძლიერე იმდენად ძლიერი იყო, რომ უზარმაზარი მოცულობის რაკეტმზიდი-ბომბდამშენი დაცემამდე ბზრიალასავით დაატრიალა.

აღნიშნული თვითმფრინავი შორი მანძილიდან უშვებს მართვად რაკეტებს უკრაინის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით. ამ თვითმფრინავის ღირებულება 50 მილიონი დოლარია, მაგრამ ვინაიდან ეს თვითმფრინავი სტანდარტული წარმოების კი არა სრულად მოდერნიზებული გახლავთ მისი ღირებულება 70 მილიონ დოლარამდეა.

ვიდეოშიც აშკარად ჩანს, თვითმფრინავს ძლიერი ცეცხლი უკიდია, თუნდაც 2 ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში თვითმფრინავი დაეშვებოდა 2 ძრავით აეროდრომზე.
აღნიშნულ თვითმფრინავებს, ძრავში პრობლემების შექმნის დროს ავტომატურად ეზღუდება საწვავის მიწოდება, რაც აალების საფრთხეს ბლოკავს პრაქტიკულად.
ასე, რომ ძრავების პრობლემები გამოირიცხა თავშივე.

0
100
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
100