x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
პირველი, რასაც სურათზე დაინახავთ, გეტყვით, რა გაწუხებთ ამ მომენტში

image


ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით - ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენს პიროვნებას აკონტროლებს, მაშინაც კი თუ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, და მისი მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. როცა თქვენ რაღაცას ხედავთ, თქვენი ფსიქიკა ქვეცნობიერად პირველად იმას ხედავს, რაც თქვენს პიროვნებას ამა თუ იმ მომენტში სჭირდება. გსურთ იცოდეთ რეალურად რა გაწუხებთ მოცემულ მომენტში? მაშინ შეხედეთ სურათს და რაც პირველივე შეხედვისთანავე თვალში მოგხვდებათ, თქვენი ამჟამინდელი პრობლემაც სწორედ ის იქნება.





გვირგვინოსანი წეროები


image


თუ თქვენ სურათზე პირველად სწორედ ეს ფრინველები შენიშნეთ ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა თქვენ თავს უკიდურესად მარტოსულ ადამიანად გრძნობთ. თქვენ ძალიან გსურთ ვინმესთან თქვენს გრძნობებზე საუბარი, თუმცა გეშინიათ რომ ისინი არავისთვის იქნება საინტერესო. ნურც ერთ შემთხვევაში ნუ შეინახავთ საკუთარ თავში იმას, რაც გაწუხებთ. უბრალოდ მშვიდად გაესაუბრეთ თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს ამის შესახებ და ნუ იფიქრებთ იმაზე რომ თქვენ მათ ამით რაიმენაირად ტვირთავთ, და გახსოვდეთ: გრძნობების გამოხატვა - სისუსტე არ არის.




ლურჯი თუთიყუში


image


თუ პირველად ეს თუთიყუში შენიშნეთ, ახლა თქვენ თავს დაკარგულად და მარტოსულად გრძნობთ. დღესდღეობით, ყველა ჩვენგანი ძირითადად, სოციალურ ქსელებში ურთიერთობს და უკვე დაგვავიწყდა კიდეც რა არის რეალური, ცოცხალი კომუნიკაცია, ადამიანები საუბარს გადავეჩვიეთ, სამაგიეროდ მესიჯების წერაში გავიწაფეთ. მოიწყვეთ დასვენების დღეები და წადით კონცერტზე ან დაესწარით საინტერესო ღონისძიებას, სახლში დატოვეთ ყოველგვარი პლანშეტი და მობილური ტელეფონი, უბრალოდ ისიამოვნეთ გარემოთი და დატკბით ახალ ადამიანებთან ურთიერთობით.




ჟირაფები

image


თუ თავდაპირველად ნახატზე ჟირაფები დაინახეთ, თქვენ ფინანსურ არასტაბილურობასა და სირთულეებს განიცდით. გარკვეული პრობლემები თქვენ სამსახურშიც გაქვთ. სამწუხაროდ, კონკურენცია დიდია და ძალიან რთულია ვინმეს რაიმეთი გაოცება, ამიტომ მუდმივად საჭიროა კრეატიულობა და ფულის გამომუშავების ახალი გზების ძიება, ან მაგალითად, საკვალიფიკაციო კურსების გავლა.




ზებრები

image


თუ ზებრები დაინახეთ ახლა თქვენი ან ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობაზე ღელავთ, და თან იმდენად ძლიერად რომ გამუდმებით ამაზე ფიქრობთ და ვერც ნორმალურად იკვებებით და ვერც სრულფასოვან ძილს ახერხებთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა გაიგოთ კონკრეტულად რა სახის პრობლემა გაქვთ, როგორ უმკურნალოთ ან ღირდა თუ არა საერთოდ ნერვიულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივი ღელვა და ეჭვი თქვენს ჯენმრთელობას კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება.




ლომები


image


თუ ლომები დაინახეთ, თქვენ გარემოებებიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრას ცდილობთ. უმეტეს შემთხვევაში, თქვენ სხვებზე ფიქრობთ და საკუთარ თავს ივიწყებთ. გარშემომყოფები კი, ფიქრობენ რომ თქვენ წარმოუდგენლად ამტანი და ძლიერი ადამიანი ხართ, თქვენ კი გეჩვენებათ რომ ნებისმიერ წამს შეგიძლიათ რომ აფეთქდეთ. უბრალოდ შეეცადეთ ხანდახან თქვათ "არა" და უარი თქვით ნებისმიერი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაზე, უკეთესი იქნება თუ თქვენს თავს მეტ დროს დაუთმობთ. ეგოისტობა ზოგჯერ სასარგებლოც კია.




პანტერა

image


თუ ცხოველებიდან პირველად პანტერა შენიშნეთ, მაშინ სტრესის მიზეზი თქვენს ურთიერთობაშია. თქვენ გეჩვენებათ, რომ მეორე ნახევარს კარგავთ და არც კი იცით როგორ გამოასწოროთ ის ყველაფერი, რაც თქვენს შორის ხდება. უბრალოდ გაიხსენეთ რა კარგად გრძნობდით თავს მაშინ, როცა ურთიერთობას ჯერ მხოლოდ იწყებდით. დიდი ალბათობით პარტნიორთან ღიად და გულახდილად საუბარი ღირს, რადგან თავადაც მოგეხსენებათ, რომ პრობლემის სწორად გადაჭრა დასაწყისისთვის - საუბარია.







0
586
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
586