x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
როგორ გადააფიქრებინა რაფიელ ერისთავს მეგრელმა ქალმა სამუდამოდ ბერბიჭად დარჩენა
image

21 აპრილს დაბადებიდან 200 წელი (დაბ.1824)შეუსრულდა ქართველ პოეტს, დრამატურგს, ენთოგრაფს და ისტორიკოსს რაფიელ ერისთავს."სამშობლო ხევსურისა" -ს ავტორის მოღაწეობა მრავალხმრივი და ნაყოფიერი იყო, თუმცა დღეს მის პირად ცხოვრებაზე გვექნება საუბარი.


რაფიელ ერისთავს ახალგაზრდობაში შეყვარებია ქალი, თუმცა ქალის მხრიდან უარი მიუღია, რის გამოც პოეტმა გადაწყვიტა საერთოდ აღარ დაქორწინებულიყო, დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ცოლის მოყვანაზე უარს ამბობდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 38 წლის ასაკში, როდესაც რაფიელს 1857 წლიდან 1867 წლამდე ამწესებენ ზუგდიდის მაზრის უფროსად, რა დროსაც ხელმძღვანელობდა სამეგრელოში გლეხთა რეფორმების გატარებას.


მისი სიყვარულის ობიექტი აღმოჩნდა მასზე ბევრად ახალგაზრდა ქალი სახელად თეოდოსია, (ფოტოზე)


image

რაფიელი მოუხიბლავს ქალის სათნოებასა და სილამაზეს, მაგრამ სიყვარულის გამჟღავნება ვერ გაუბედავს, ვინაიდან ეჭვი ეპარებოდა, რომ ახალგაზრდა და ასეთი ლამაზი ქალი გაიზიარებდა მის გრძნობებს. რადგან პირდაპირ ვერაფერი გაუბედა, რაფიელმა ლექსი დაუწერა თეოდოსიას და მიართვა.აი ისიც:



შენ გსურს მარადის ყმაწვილი კაცი,

ამას არ ვსტყუი, არ უნდა ფიცი,

რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.


ფიქრმა და დარდმა სულ დამადუნა,

ადრე დამაჭკნო, დამაძაბუნა

ორმოცდაათმა წელმა გამღუნა,

კისერში მაგრა ჩამიკაკუნა.


რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.


შენ გესიზმრება ლოყა წითელი,

თმაშავი ბიჭი, გულს შემწველი,

ქონდეს მხარბეჭი და წვრილი წელი,

ახლად ჰყვავოდეს, როგორც რომ ველი.


რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.


შენ გაგაწითლებს თუნდაც სიზმარში,

ვისაც არ უჩანს ჭაღარა თმაში,

შენ აგაჟრჟოლებს თუნდა ყინვაში,

ამწვანებული ახლად ულვაში.


რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.


შენ გინდა ცელქი ბავშვი გეტრფოდეს

შავთა თვალთაგან ცეცხლსა აფრქვევდეს,

ტბილის ღიმილით გულსა გილხენდეს,

თავს გევლებოდეს და გაცელქებდეს…


რად შემიყვარე? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.


რად გინდა ჩემი გამოცდილება,

ჭკუა დამჯდარი, ფიქრთა ქმნილება?

რას აქნევ ჩემსას ან ერთგულებას,

რა კი მეწვია ესე ცვლილება?…


რად შემიყვარებ? განა არ ვიცი,

შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.


მაგრამ, ლამაზო, გული არ ჭკნების,

წინწკალი მასში ცხოვლად იხრწნების,

თუ მოეკარე - მსწრაფლ აღენთების,

იფეთქებს, დაგწვავს, თვით დაიწვების!…


თუ კი დაიწვი, რად შემიყვარებ?

ტუჩსა ტუჩებზედ რად მომაკარებ?!…



თუმცა თეოდოსიამ არაფრად ჩააგდო მათ შორის ასაკობრივი სხვაობა და ცოლად გაჰყვა.წყვილს 5 შვილი გაუჩნდა.



თეოდოსია ერისთავის არამიწიერ სილამაზეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ1864 წელს, როდესაც უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი თბილისში იყო ჩამოსული,

მიხაი ზიჩიმ, „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებისთვის, ცოცხალი სცენების დადგმისას, ის ქართული სამოსით შემოსა.


თეოდოსია, ცნობილმა მხატვარმა, ლერმონტოვის „დემონის” ილუსტრაციისთვისაც გამოიყენა. ამჯერად, თეოდისია ამ ნახატში თამარის პროტოტიპი გახლდათ.(დემონი და თამარი)


image

0
462
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0