x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რუსეთში აღმოაჩინეს კატა, რომელიც ვეტკლინიკას წელიწადში ერთხელ თავად აკითხავს
image

მიუსაფარი კატა სახალინზე ცხოვრობს და კლინიკის ზღურბლზე მაშინ ჩნდება, როცა მას ჯანმრთელობაზე შემოწმება სჭირდება. ამის შესახებ LIFE წერს.


პირველი შეხვედრა 2022 წელს მოხდა: მაშინ ის გამხდარი და სუსტი იყო. კატას წყალი მისცეს, დაბანეს და აცრა გაუკეთეს.


სამი წლის წინ, სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების ცხოველთა დაავადებათა კონტროლის №2 სადგურის სპეციალისტებმა, ეპიზოოტიური ღონისძიებების გატარებისას, გზის პირას ნელა მიმავალი კატა შენიშნეს. ცხოველმა მაშინვე მიიპყრო მათი ყურადღება თავისი გარეგნობით: კატა გამხდარი და გამოფიტული ჩანდა.



როდესაც კატა ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს, პირველი რიგში რაც გააკეთეს, საკვები და წყალი მისცეს. შემდეგ კიდევ ორ კვირაში ფისო მოაწესრიგეს. ამ ხნის განმავლობაში გაკრიჭეს, დაბანეს, რწყილებზე და ჭიებზე უმკურნალეს და აცრეს.

image

ერთხელაც მოღონიერებული კატას სასეირნოდ გაუშვეს, თუმცა წავიდა და აღარც დაბრუნებულა. ყველა დიდხანს წუხდა მასზე, მაგრამ რაოდენ გასაკვირი იყო, როცა ერთი წლის შემდეგ გაზაფხულზე კატამ ვეტერინარულ კლინიკას მიაკითხა. ახლა მან იცოდა, სად შეიძლებოდა მისი მკურნალობა, გამოკვება და გათბობა.


კლინიკის თანამშრომლებმა კატა როგორც კი ისევ მოაწესრიგეს, დაჰკრა თათი ფისუნიამ და ისევ ერთი წლით გაუჩინარდა.


და აი ამ გაზაფხულზე, პირველ დათბობასთან ერთად, კატამ, უკვე მეორედ ინება და თავის ფეხით ესტუმრა №2 ცხოველთა დაავადებათა კონტროლის დაწესებულებას.

image

როგორც ვეტერენილური კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, ის მოდის ექსკლუზიურად აპრილის პირველ დღეებში, სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების თანამშრომლებისათვის ეს კატა არის გაზაფხულისა და თბილი დღეების დადგომის სიმბოლო.

image

როგორც მუდმივი კლიენტი, უზრუნველყოფილია უფასო კვებით, დროებითი თავშესაფარით და მკურნალობით, ამის შემდეგ კი ის მომავალ გაზაფხულამდე დაეშვიდობება.

0
134
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0