x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
"არჩევნები გადამწყვეტია, რომ მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი" - სალომე ზურაბიშვილი
image

.

სალომე ზურაბიშვილი უცხოურ მედიასთან სკანდალურ განცხადებებს აკეთებს:


ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ეს მოსახლეობა ასეთი მოტივირებული, ამიტომ არის ყველა ახალგაზრდა ქუჩაში; იციან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ევროპული მომავალია. ამ მომავალს საქართველო უფრთხილდება, მისი პერსპექტივაა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ გზას მიუყვება და მასზე უარს არ იტყვის...



[...] ჩვენ არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო, თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება, მიუხედავად მოსკოვის ყველა ამ მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას.


[არჩევნები] გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია.


- განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Info-სთან ინტერვიუში.

.

მეორე ღამე თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, წინ წაწიოს ეს კანონი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია. -- წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტზე.

1
228
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
228
  
არადა ვიძახდი,ეს ქალი მოღალატეათქო და არ შეიძლება მისი "პრეზიდენტობა"თქო,მარა რათ გინდა,აარცევინეს მაინც ხალხს. ამ ქვეყანას,არც დამოუკიდებლობა აქვს და არც თავისუფლება,ქვეყანაც არ ვართ და ეს ქალი ორგანიზაციის შეფი. ანუ საქართველო არის ორგანიზაცია,რომელიც შექმნეს 1991 წელს და მართავენ,როგორც და რაც უნდა იმას აკეთებენ. დამოუკიდებელი ქვეყნის გარანტი არც გაერო ან რომელიმე ორგანიზაცია,არამედ შეიარაღება და ჯარია. 5 არასრული ბრიგადა გვყავს,სხვადასხვა ბატალიიონები და მორჩა,ამ ჯარსაც სრული შეიარაღება არ აქვს და არც არავინ ცდილობს მის ყიდვას,ხოდა თუ ქვეყანას გარანტორი არ ყავს,რა გამოდის? ამიტომაც ვფიქრობ რო ეს არის შპს "საქართველო". ფაქტია,რომ ბიძომ სცადა წრის გარღვევა,არა იმიტო რო ნამდვილი დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოეტანა ქვეყნისთვის,ორგანიზაციის "ახევა" უნდა მისი "მფლობელებისთვსი" ანუ დასავლეთი-რუსეთის ტანდემისთვის. რეალურად ეს კანონი ამას ემსახურება და არა ქართველ ხალხს. ვეთანხმები ამ კანონს და ნჯეო სექტორი უნდა გადაიმტვრეს,თუმცა ეს რეალურად დამოუკიდებლად არ გვაქცევს,რადგან ბევრი ვიღაც გვყავს მოსაშორებელი,როგორც ქვეყანაში,ისე მის ფარგლებს გარეთ
0 1 1