x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნუ, როგორ იქცევა ეს ,,ქართული ოცნება'', მარტო კანონი კი არა, ცემა-ტყეპა, პანჩური და დაკავებაც კი რუსული შემოიღო"-გელა ზედელაშვილი

image

"დაკავებები რუსულად?
image
ზაალ (ზორო) უდუმის შვილმა ძალზედ “ბრძნული'' ინფორმაცია გაავრცელა “გუშღამ'' - ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები რუსულ სტილში დააკავაო.
ნეტავ როგორია რუსული სტილით დაკავება? - იკითხავთ თქვენ და მართლებიც იქნებით.
როგორია და... ზაალ უდუმის შვილის მტკიცებით, რუსულია, როცა თან სცემ, თან აკავებ!
აი, მაგალითად, ალიკო ელისაშვილის “დაპატიმრება'' სრულად ჩაჯდა რუსულ სტილში - ჯერ წაადეს, მერე წამოადეს და ბოლოს პოლიციის მანქანაში შეაგდეს.
არა, ნუ, როგორ იქცევა ეს “ქართული ოცნება'', მარტო კანონი კი არა, ცემა-ტყეპა, პანჩური და დაკავებაც კი რუსული შემოიღო.

image
არადა... 2012 წლამდე საქართველოში სუ ქართულ-ხალხური დაკავებები იყო - რო გაგიფენდნენ წიხლქვეშ, ერთი ნეკნი აღარ დაგრჩებოდა მთელი, აღარაფერს ვამბობ ელენთაზე, თირკმელებსა და შარდის ბუშტზე. კუდუსუნში “დუბინკას'' რო ამოგდებდნენ და მერე ღრმად შევიდოდნენ, ეს იყო... როგორც ცხონებული ავლიპი იტყოდა ხოლმე, ეს იყო ბალეტი!
რა რუსული? თუ ცემაა, ცემა უნდა იყოს, მამა-პაპური და ტრადიციული, თანაც ამერიკული გამოცდილებით შეზავებული. ჯერ რო სცემ, მერე აკავებ, ან რო აკავებ, მერე სცემ და თან ანჯელინა ჯოლის ამსგავსებ, ეგ ხო რუსულია?
არა, ანჯელინა ჯოლის რატო ამსგავსებ, რატომ პროვოკატორობ? როცა რუსულად სცემ, ალა პუგაჩოვას უნდა დაამსგავსო, ან იოსება კობზონს, ან ლევანა ლეშჩენკოს... რავი, რუსები ცოტანი არიან?
image
ეჰ, ზაალ უდუმის ძევ, პარლამენტში დაგსვეს, იქაც ვერ ივარგე, ჭუტაანებში ილაპარაკეო, გუითხრეს და არც აქ ვარგიხარ. რა ქნას გიული ალასანიამ, მეტი რა გაგიკეთოს?!"-წერს ირონიულად სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
79
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0