სხვა
ქალწულთა აღლუმი: როგორ ირჩევს აფრიკელი მონარქი ცოლს ყოველწლიურად
2024, 19 აპრილი, 17:04

აფრიკის სამხრეთ ნაწილში ესვატინის სამეფო მდებარეობს, რომლის მონარქიც დღემდე შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობს. ქვეყანას ახალგაზდრა მეფე მსვატი III-ე მართავს, რომელიც ენერგიას არ უჩივის, ამიტომ მის სამეფოში საკმაოდ უჩვეულო რიტუალები ჯერ კიდევ მისი თაოსნობით ტარდება. მეფეს სულ 13 ოფიციალური ცოლი ჰყავს, თუმცა მათი რიგები ყოველწლიურად ივსება. მონარქი ყოველ წელს ახალ ცოლს ლერწმის ფესტივალზე ირჩევს, სადაც ათასობით ქალწული მთელი ქვეყნის მასშტაბით მის სასახლესთან იკრიბება და სასურველი სტატუსის მოსაპოვებლად მონდომებას არ იშურებს.

მეფე მსვატი III მორიგი ცოლის არჩევისას

მთელი დღესასწაულის განმავლობაში გოგონებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. თითოეული მოზარდი, ქალწულების აღლუმზე მოსახვედრად ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ოცნებობს, ვინაიდან კარგად ხვდება, რომ სიღარიბისგან თავის დასაღწევად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზაა.

დღემდე უცნობია, რა კრიტერიუმით ირჩევს მეფე ცოლს, თუმცა ფაქტია რომ ეს პროცესი საკმაოდ საინტერესოდ და დამაინტრიგებლად გამოიყურება, რასაც დღესასწაულზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ჟურნალისტების რაოდენობაც ადასტურებს, რომლებიც სვაზილენდის სამეფოში უნიკალური რეპორტაჟების მოსამზადებლად ჩადიან.

მსვატი III - ის პირველი ორი ცოლი პარლამენტის მიერ იქნა არჩეული

ეს ქალბატონები კი მეფის მესამე და მეოთხე ცოლები არიან

ეს კი მონარქის მეშვიდე ცოლი გახლავთ

სვაზილენდი ასევე ცნობილი გახდა იმითაც, რომ მეფე სობუზა II სამეფოს ყველაზე ხანგრძლივი დროით - 82 წელი მართავდა, რითიც მსოფლიო რეკორდიც კი დაამყარა. ის მოხვდა იმ ცხრა ყველაზე ცნობილ მონარქს შორის, რომელმაც ტახტი საკმაოდ პატარა ასაკში დაიკავა. სობუზა II ტახტზე უკვე ოთხი თვის ასაკში აღმოჩნდა.