x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დაუვიწყარი "კოსტიუმები" ყველა დროის Met Gala-ს ღონისძიებიდან
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image




როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.







ყოველწლიურ გრადაციასა თუ დაჯილდოვების სხვადასხვა ცერემონიაზე ვარსკვლავები ახალ-ახალი კაბებით ჩნდებიან და შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ პარალელურად მათ სხვა მარათონიც აქვთ, შეეჯიბრონ, ვინ უფრო მოსაწონი იქნება საზოგადოებისთვის. სწორედ დღევანდელ კრებულში ნახავთ იმ კაბებს, რომლებიც საზოგადოებისთვის ყველაზე მოსაწონი და დასამახსოვრებელი გახდა ყველა დროის Met Gala-ს ღონისძიებიდან.





აქვე შეგახსენებთ, 1948 წლიდან ყოველწლიურად, კოსტუმების ხელოვნების ინსტიტუტი მეტროპოლიტენ-მუზეუმი მასპინძლობს მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოსალოდნელ ღონისძიებას - ზღაპრულ Met Gala-ს. სტუმრების ექსკლუზიური სია აერთიანებს ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს და მოდის ლეგენდებს, რათა აღნიშნონ კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენა და მოაგროვონ სახსრები მუზეუმის დასაფინანსებლად.




დაუვიწყარი "კოსტიუმები" ყველა დროის Met Gala-ს ღონისძიებიდან





1. შერი. image

1974 წლის Met Gala. ფოტოზე კი შერია ბობ მაკის კაბაში და თავად ბობი მიაცილებს. სხვათაშორის მან ამ კაბით ჟურნალი Time-ის გარეკანიც დაამშვენა.





2. იმანი. image

1981 წლის Met Gala და ულამაზესი იმანი Calvin Klein-ის კაბაში.





3. შერი. image

1985 წლის Met Gala და კვლავ შერი ისევ ბობ მაკის კაბაში თავად დიზაინერთან ერთად.





4. ნაომი კემპბელი. image

1995 წლის Met Gala და თვალისმომჭრელი ნაომი კემპბელი Versace-ს კაბაში.





5. კაროლინა მერფი. image

1997 წლის Met Gala და უმშვენიერესი კაროლინა Versace-ს კაბით.





6. სელმა ჰაიეკი. image

1997 წლის Met Gala და უბერებელი სელმა Atelier Versace-ს კაბით.





7. ჟიზელ ბიუნდჰენი. image

1999 წლის Met Gala და უმშვენიერესი ჟიზელი Versace-ს კაბით.



ასევე ჟიზელი Met Gala 2008, კვლავ Versace-ს კაბით.image





8. ქეით მოსი. image

2009 წლის Met Gala და ქეითი Marc Jacobs-ის კაბაში.





9. დაუცენ კრუზი. image

2010 წლის Met Gala და დაუცენი Zac Posen-ის კაბით.





10. ბიონსე. image

2014 წლის Met Gala და ბიონსე Givenchy Haute Couture-ს კაბით.





11. კიმ კარდაშიანი. image

2015 წლის Met Gala და კიმი Roberto Cavalli-ს კაბით.





12. ბიონსე. image

2015 წლის Met Gala და ბიონსე კვლავ Givenchy Haute Couture-ს კაბით.





13. რიჰანა. image

2015 წლის Met Gala და რიჰანა Guo Pei-ს კაბით.





14. ბიონსე. image

2016 წლის Met Gala და ბიონსე კვლავ Givenchy Haute Couture-ს კაბით.





15. ნიკოლ კიდმანი. image

2016 წლის Met Gala და ნიკოლი Alexander McQueen-ის კაბით.





16. ბლეიქ ლაივლი. image

2018 წლის Met Gala და შეუდარებელი ბლეიქი Versace-ს კაბაში.





17. კიმ კარდაშიანი. image

2019 წლის Met Gala და კიმი Thierry Mugler-ის კაბით.





18. ლედი გაგა. image

2019 წლის Met Gala და გაგა Brandon Maxwell-ის კაბით, რომლის დემონსტრირება გახდით, პირდაპირ საჯაროდ გააკეთა.





19. იმანი. image

2021 წლის Met Gala და იმანი Harris Reed-ის კაბით.





20. კენდალ ჯენერი. image

2021 წლის Met Gala და კენდალი Givenchy-ს კაბაში.





21. ბლეიქ ლაივლი.image

2021 წლის Met Gala და ბლეიქი Versace-ს კაბით.





22. რიჰანა. image

2023 წლის Met Gala და რიჰანა Chanel-ის კაბით.





23. ნიკოლ კიდმანი. image

2023 წლის Met Gala და ნიკოლი Chanel-ის კაბით.





24. ნაომი კემპბელი. image

2023 წლის Met Gala და ნაომი Chanel-ის კაბით.








0
98
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0