x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
გერმანელი ბიზნესმენი, რომელიც 2018 წლიდან გარდაცვლილად ითვლებოდა, მოსკოვში საყვარელთან აღმოაჩინეს
image

ექვსი წლის განმავლობაში მამაკაცი გარდაცვლილად ითვლებოდა.



Tengelmann ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ფლობს OBI სამშენებლო და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების საერთაშორისო საცალო ქსელს, კარლ-ერივან ჰაუბი, მოულოდნელად აღმოაჩინეს მოსკოვში თავის საყვარელთან ერთად.


ეს ამბავი ტელეკომპანია RTL-ის გერმანელი ჟურნალისტების გამოძიების შედეგად გამოაშკარავდა.



2018 წლის აპრილში ჰაუბი ალპებში თხილამურებით სასრიალოდ წავიდა.თუმცა საბოლოოდ მილიარდერი ტურიდან აღარ დაბრუნდა.ბიზნესმენის ძებნითი ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.


სამი წლის შემდეგ კიოლნის სასამართლომ ოფიციალურად გასცა გერმანელი მილიარდერის გარდაცვალების მოწმობა.


თუმცა, ჟურნალისტების გამოძიების მტკიცებით, კარლ-ერივან ჰაუბი, რომელიც ახლა გარდაცვლილად ითვლება, მოსკოვში ცხოვრობს თავის საყვარელთან, ვინმე ვერონიკა ერმილოვასთან ერთად.როგორც გაირკვა, 2018 წელს, ბიზნესმენმა გაუჩინარებამდე სამი დღით ადრე 13-ჯერ დაურეკა ვერონიკა ერმილოვას, აქედან ერთი ზარის ხანგრძლივობა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

image

სხვა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.


კარლ-ერივან ჰაუბი 2000 წლიდან ხელმძღვანელობს Tengelmann ჯგუფს. ცნობილია, რომ მისი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია გერმანიაში. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 4, 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.



0
219
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0