x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
"გრანტებით გაზრდილი ისეთი მგზნებარებით გმობს გრანტის სხვა მიმღებებს მონასტერში დაბერებული გეგონება"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი თბილისის საკრებულოს წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის "იმედი LIVE"-ის ეთერში ჩართვას შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ახლა ვუყურებ იმედს. მაინტერესებს სადამდე შეიძლება დაეცეს მასმედიის საშუალება. გამოდის ბომჟაძე თუ ბოჟაძე, ქოც— საკრებულოს წევრი, გრანტებით გაზრდილი დასაბამიდან და ისეთი მგზნებარებით გმობს გრანტის სხვა მიმღებებს მონასტერში დაბერებული გეგონება. როგორ გადააგვარე ივანიშვილო ხალხი ასე, როგორ?


საქართველოს მომავალი საიმედო ხელშია!!! ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი გამორჩეული ახალგაზრდობა, მალე, აუცილებლად გაისტუმრებს ოლიგარქიულ რეჟიმს ისტორიულ მოუსავლეთში.❤"- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტის მიერ რუსული კანონის განხილვასა და მისი პირველი მოსმენით მიღებას ხალხი ქუჩაში მშვიდობიანად აპროტესტებს, რომლებიც "ოცნების"მიერ აღნიშნული კანონის უკან გაწვევას მოითხოვენ.





0
286
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
286