საქართველო
"ხალხო გავგიჟდები!"- რა შეემთხვა თამარ ჩერგოლეიშვილს
18 აპრილი, 9:06
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას ამერიკის კონგრესში "ბუჩამდე იყო აფხაზეთის!" პროექტის ჩატანით გამოწვეულ სიხარულს უზიარებს. შეგახსნებთ, რომ "თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ მოკვლეულ მასალებზე შექმნილი პროექტი რუსეთის მიერ ქართველების გენოციდზე მოგვითხრობს. პროექტი რუსეთის მიერ, კაცობრიობის და ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაულების ერთგვარ კვლევას წარმოადენს. როგორც ცნობილია, მასალა 22 აპრილს შეერთებული შტატების კონგრესში გამოიფინება!
"ხალხო გავგიჟდები!
22 აპრილს, ამერიკის კონგრესში - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი!"
შეერთებული შტატების კონგრესში.
ბოდიში მაგრამ გავგიჟდები.
გავფრინდებით ახლა.
P.S. ეს "უცხო ინტერესებია" ხო თქვე ღ@@@@ო!
P.P.S. ალე რომ მკითხავს, პოლიტიკოსი რომ გახდი, პირველი რა ქენიო, რა და ამერიკის კონგრესში ჩავიტანე "ბუჩამდე იყო აფხაზეთი", ბებია გენაცვალოს მეთქი, ვეტყვი!"
ამერიკაში თავისუფლების ინსტიტუტის მიერ(აც) მოკვლეული მასალა მიგვაქვს რუსეთის მიერ ქართველების გენოციდზე.
რუსეთის მიერ, კაცობრიობის და ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაულების კვლევა ფინეთის საგარეო სამინისტრომ დააფინანსა.
ეს მასალა გამოიფინება შეერთებული შტატების კონგრესში!
მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze, ნინო წილოსანი • Nino Tsilosani და სხვა რუსი ღ@@@@ი, ამ კვლევას "უცხო ინტერესად" რაცხავენ.
უცხოა მათთვის ის, რაც ქართველებისთვის წმინდაა!
მეტი რა არგუმენტია საჭირო იმის დასამტკიცებლად რომ ივანიშვილის რეჟიმი რუსულია და საქართველოს ეროვნული ინტერესია მისი შეცვლა!
ქართული ოცნება / Georgian Dream
22 აპრილამდე გაიტანეთ უკან კანონი.
ისტორიული დღეა, აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი გენოციდის მივიწყებული მსხვერპლის ხმას გაიგებენ ამერიკის კონგრესში. და მეზარება თქვენი გინება ამ დიდებულ დღესაც." - წერს "ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში.