x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139067
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ბიზნესმენმა და მისმა ცოლმა ქონება მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარეს, თავად კი მონასტერს შეაფარეს თავი
image

ინდოეთში ცოლ-ქმარმა მთელი ფული ქველმოქმედებას შესწირა, თავად კი მონასტერს შეაფარეს თავი.


ინდოეთში ბიზნესმენმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს ბერ-მონაზონი გამხდარიყვნენ და მონასტერში გადაინაცვლეს. ინფორმაციას გამოცემა Patiala Politics ავრცელებს.


ბჰავეშ ბჰაი ბჰანდარიმ და მისმა მეუღლემ გუჯარატიდან მთელი თავიანთი ქონება ქველმოქმედებას მოახმარეს, რადგან გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და მიეძღვნათ თავი ეკლესიური ცხოვრებისთვის. მთლიანმა შემოწირულობამ შეადგინა დაახლოებით ორი მილიარდი რუპია (დაახლოებით 60 მილიონი ქართული ლარი).



ბჰანდარი რეგულარულად სწირავდა ფულს ორგანიზაციებს, რომლებიც წარსულში მხარს უჭერდნენ ბერებსა და გურუებს. ბიზნესმენის ვაჟი და ქალიშვილიც ორი წლის წინ სანიასები, ანუ ბერები გახდნენ.


ბიზნესმენმა და მისმა მეუღლემ ცოტა ხნის წინ გაიარეს დიქშა. ეს არის რიტუალი ინდუიზმში, რომელიც უძველესი რელიგიური პრაქტიკაა და მიჩნეულია ამქვეყნიური ცხოვრებისგან განთავისუფლების აბსოლუტურად აუცილებელ პირობად.


დიქშის რიტუალს ასრულებს გურუ, რომელიც ამავდროულად გადასცემს მოწაფეს მასწავლებლისგან მიღებულ გარკვეულ მანტრას. ინდუიზმში ითვლება, რომ დიქშა სულიერად აკურთხებს დაგანწმენდს ადამიანს, გარდაქმნის მის პიროვნებას.

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0