x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
"რა დაწერეს ახალი, ან სხვა რა უნდა დაეწერათ? ევროპისკენ, აბა ბუხალოვოსკენ და ჩუკოტკისკენ? "-ამირან სალუქვაძე

image

"ორჯერ დავწერე შეეშვით ფეხბურთელებს მეთქი. არ ეშვებიან, ამუნათებენ, სანამ რაიმეს არ დაწერენ.
რა დაწერეს ახალი, ან სხვა რა უნდა დაეწერათ? ევროპისკენ, აბა ბუხალოვოსკენ და ჩუკოტკისკენ?
ან რა, დანარჩენი საქართველო ფიქრობს სხვაგვარად? თუ გვარამიას მოწოდებაზე უნდა გამოფინოს ყველამ დროშები? თქვენ აძულებთ ხალხს ევროპას.
image
სააკაშვილი გამოვიდა და ეკონომიკას აკავშირებენ რუსეთთანო. 40-მდე ვიდეო არსებობს აგვისტოს ომიდან 2012 წლამდე რომლებშიც ტურისტებს ეპატიჟება და რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე ქადაგებს.. აღარ მოვყვები დეტალებს. გადაღეჭილია უკვე.
აიჩემებენ რაიმე თემას და ითვისებენ. ესენი არიან პატრიოტები, სხვები არა, ამათ უნდათ ევროპა, სხვებს არა, ესენი გულშემატკივრობენ უკრაინას, სხვები არა და ა.შ.
უკრაინას რაღამც შევეხე. ზურაბიშვილი ელჩებს რომ ხვდება, მოუწოდოს ევროპას მისცენ იარაღი, ჭურვები, საჰაერო თავდაცვის ტექნიკა. აქციებიდანაც შეგიძლიათ მოუწოდოთ. არ იცით ფრონტზე ცუდად რომ აქვთ საქმე? არ გესმით უკრაინის ჩინოვნიკების ხვეწნა და განცხადებები? სად გაქრა თქვენი სოლიდარობა?
ნუ სპეკულირებთ ევროპის თემით. თქვენზე მეტად სხვებს სურს ევროკავშირი და კარგი ცხოვრება. არც კი გიცდიათ პარლამენტში ოპონირებით კანონში რაიმე ცვლილება მოგეხდინათ."-წერს სოციალურ ქსელში თადარიგის გენერალი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0