x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"რუსეთში თუ გინდა, მაშინ წამოდი იტალიიდან", "რომ თქვა - არა რუსულ კანონს, არა?“
image

აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს" აპროტესტებენ, აძალებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამაც დააფიქსიროს თავისი აზრი ასეთი ფორმულირებით "არა რუსულ კანონს", ზოგიერთის კომენტარი ყოველგვარ დელიკატურობას სცდება, მუქარის და შეურაცხყოფის შემცველია.


კვარას პოსტი კი ასე გამოიყურება:


"საქართველოს გზა ევროპაშია
ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს."



კვარაზე აშკარა ბულინგი ხორციელდება



„ხვიჩა მთელი შენი ქვეყანა გელოდება!“

„რომ თქვა არა რუსულ კანონს, არა?“

„წელს რა შეიცვალა? ვისი ან რისი გეშინია? უნდა იყო ლიდერი და თქვა პირველმა და არა ბოლომ. რუსეთში თუ, გინდა მაშინ წამოდი იტალიიდან და წადი ისევ რუსეთში“

"შენხელა ბიჭებს და გოგოებს სცემეს გუშინ ხვიჩა, ცოტა მეტი რომ თქვა ვერა? ბავშვები დააკავეს და სასტიკად სცემეს, ხელები მოტეხეს და წიწაკის სფრეი ასხეს სახეში და სულ ესაა შენი პოსტი? ხო კარგად ხარ ევროპაში? ხო მოგწონს? მეტი მოგეთხოვება"


"ამის არც მწვადი და არც შამფური პოსტები არ დაილია."

„ხალხს და ქვეყანას რომ დაუდგე გვერდში, არა?“

„შენს თანატოლებსაც აქვთ ოცნებები, რომელსაც ჩანასახშივე უკლავენ, არბევენ, მომავალს ართმევენ. შენ სად ხარ ამ დროს?! მჯერა, რომ გიყვარს და გადარდებს შენი ქვეყანა და სწორი პოზიცია გექნება“

„ხვიჩა, არაფერი ღირს წარმატება, თუ არასწორ ადგილას დგახარ! ან მოიხედავ წლების მერე და ინანებ, არასწორ მხარეს რომ იდექი ან უბრალოდ, საჭირო დროს და ადგილას არაფერი თქვი ან დაწერე აქ გარდამტეხი“

"კაი დროსია"


„მეგრელო @ლეო, სად ხარ?“


"დაგავიწყდა ხვიჩა არა რუსულ კანონს.არ გამოვა ეგრე პოზიცია უნდა იყოს ნათელი"-, - წერენ კომენტარებში.



თუმცა არის სხვა ხასიათის კომენტარებიც:



"გენაცვალე მაგარი ადამიანი ხარ ძმობილო"


"დიახ! ბოლო 12 წელია ზუსტად მაგ გზაზე მიდის საქართველო! მშვიდობა და წარმატება ჩვენს ქვეყანას და სიკვდილი მტერს შინაურს თუ გარეულს ვისაც არეულობა და სისხლისღვრა უნდა ქვეყანაში! "


"ხალხის და საქართველოს მხარე"


"ხვიჩა კვარაცხელიამ დაწერა ზუსტად ის სწორი და ობიექტური რეალობა, რასაც ამბობს ქართული ოცნება, ჩვენ დასავლურმა ღირებულებებმა უნდა გაგვაერთიანოს: გამჭვირვალობა, ურთიერთპატივისცემა, სამართლიანობა და ა.შ.

მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ახლა და ამ სიტუაციაში!"
"კარგი იქნება თუ ტექსტში დააფიქსირებთ თქვენს პოზიციას ზოგიერთი უზრდელი, უკულტურო, უსამშობლო, აგრესიული და ტვინგაყინული ჯგუფის გასაგონად, რომ ქვეყანაში გადატრიალებები და რევოლუციები დააკარგვინებს საქართველოს საერთოდ მომავალს! ხოლო ის გინებები, აგრესია და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც იმედის ჟურნალისტების და უამრავი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ახორციელებენ (პირადად და სოც. ქსელებში) ეს მოძალადე პატარა ჯგუფი არის მიუღებელი თქვენთვის როგორც სპორტსმენისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და როგორც მორწმუნე ადამიანისთვის.
საქართველო ივნისში ჩვენს ნაკრებს მთელი გულით გულშემატკივრობს და ასეც იქნება."

"ნამდვილად და გავხდებით კიდეც ევროკავშირის წევრი!
პრორუსული ძალა არიან თემურ ალასანია, ელენე და გოგი ხოშტარიები, ნაყოფია და კეზერაშვილი და მათ დაფინანსებაზე მყოფი ყველა ნაცი"-წერენ კომენტარებში.

imageimage

0
752
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0