x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დიდი ამბავი, მართლა რატომ ვერ გავიგეთ"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ამაზე გასაგებად როგორღა უნდა თქვას ოცნებამ აღარ ვიცი: კანონს იღებს იმტომ, რომ არ დაუშვას მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, არცერთი ორგანიზაციის, არცერთი ადამიანის დაფინანსება, ვინც მას გააკრიტიკებს. არავინ აღარ უნდა დარჩეს, ვინც გააშუქებს და გააპროტესტებს კორუფციას, ადამიანის უფლებების დარღვევას, არჩევნების გაყალბებას და ა.შ. ამ კანონის მიღების შემდეგ ადამინები, ვისაც აქამდეც, წლების მანძილზე ყველა საშუალებით ავიწროვებდნენ ქოცები, უნდა წავიდნენ ქვეყნიდან, და არ შეუშალონ ხელი და აღარ მოუშალონ ნერვები ბ–ნ ბიძინას.


ვინც აქ დარჩება, იმათი ნაწილი ბიუჯეტის კარმუშკაზე იქნება, ნაწილი თვითდასაქმდება, ნაწილს გაქცეულები გამოუგზავნიან ფულს, რომ შიმშილით არ ამოწყდნენ, მეტი ფული არ ჭირდებათ, რაც მეტი ექნებათ უფრო მეტი მოუნდებათ და როგორც ბ–ნი ბიძინა იტყოდა, გაუბედურდებიან. დასავლეთი უნდა გავიდეს აქედან თავისი ფონდებიან–ინსტიტუტებიანად და აღარ შეუჭამოს ტვინი ქოცებს თავისი განცხადებებით და კრიტიკით. დიდი ამბავი, თუ ახლა სადმე საირიგაციო პროექტები შეჩერდება ან კულტურული მემკვიდრეობა აოხრდება.


მაინც ვეღარავინ გააპროტესტებს ვერსად. რომელი ელჩიც ცუდად მოიქცევა, უბრალოდ გააგდებენ აქედან. გაიხსნება კიდევ უფრო მეტი გზები, ტრასები, რკინიგზები, რეისები რუსეთთან, იქნება გუგუნი და სოლნეჩნაია გრუზია. ვისაც არ მოგწონთ წადით, სანამ ევროპაში უვიზოა. ამდენი ხანია გვიხსნიან და მართლა რატომ ვერ გავიგეთ და რატომ შეჭამეს მამუკა მდინარაძე ორი დღეა კითხვებით, წარმოუდგენელია."- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. სოციალურ ქსელში ამ დროისთვის უკვე არაერთი მასალა ვრცელდება, სადაც ჩანს თუ როგორ "ნადირობენ" სპეცრაზმელები ჩიხებში მომწყვდეულ აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზეც. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ასევე წიწაკის სპრეიც გამოიყენა. როგორც რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, იმ დროს, როდესაც სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო, აქციაზე სიმშვიდე იყო და სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.


ცნობისთვის, უკვე მეორე დღეა, პარლამენტის მიერ რუსული კანონის განხილვას ხალხი ქუჩაში აპროტესტებს, რომლებიც "ოცნების"მიერ აღნიშნული კანონის უკან გაწვევას ითხოვენ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან დღეს, 12 საათზე კვლავ გაიმართება. სწორედ ამ დროს არის დაგეგმილი საკანონმდებლო ორგანოში კანონის განხილვის გაგრძელება.








0
149
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
149