x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ აქვთ აფრიკელ ბავშვებს ხშირად ასეთი დიდი მუცელი? გიხსნით მარტივად!

image



თანამედროვე საზოგადოებაში დიდი მუცელი იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვს, რაც ჭარბი საკვების მოხმარების შედეგია, თუმცა ის რაც აფრიკელ ბავშვებს
აღენიშნებათ ამას სიმსუქნესთან საერთო არაფერი აქვს, თუკი ამ პატარების ფეხებსა და ხელებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ მათ ისინი მეტისმეტად გამხდარი აქვთ. მაშინ ლოგიკური კითხვაც ისმის, აბა საიდან აქვთ მათ ასეთი დიდი ზომის მუცელი? პასუხი საკმაოდ მარტივია.


image


საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა აფრიკელ ბავშვს ორგანიზმში ცილის დეფიციტი აღენიშნება. მიუხედავად ტოტალური შიმშილისა, აფრიკის ქვეყნებში შობადობა საკმაოდ მაღალია. მრავალშვილიან ოჯახებში დედას საკუთარი რძით ბავშვების გამოკვება მცირე პერიოდით უწევს, რათა ყველა პატარას მათი ორგანიზმისთვის ეს შეუცვლელი საკვები ამყოფინოს. დედის რძე კი როგორც ცნობილია - ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა. აფრიკელი ბავშვები ძირითადად ბრინჯითა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებით იკვებებიან, რის გამოც მათ ორგანიზმში ცილოვან - კალორიული უკმარისობა ვითარდება. ეს სინდრომი კი ორი ფორმით - კახექსიითა და კვაშიორკორიმიმდინარეობს, რომელიც არასწორი კვების გამო ვითარდება და ის როგორც წესი, პროტეინის უკმარისობით არის განპირობებული, რაც დიდი, შებერილი მუცლით ხასიათდება. უპირატესად გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, უფრო ხშირად უვითარდებათ 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.

image


კვაშიორკორის დროს მთელი სითხე ნაწლავებსა და უჯრედებს შორის ქსოვილებში გროვდება. ორგანიზმს ენერგია, ყველაზე ელემენტალური ფიზიოლოგიური პროცესების შესასრულებლათაც კი არ ჰყოფნის, რის გამოც ნივთიერებათა ცვლა ირღვევა. ბავშვების ჯანმრეთელობისთვის ეს მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა, რადან შესაძლოა ზოგჯერ ისინი ამის გამო დაიღუპნონ კიდეც.

image

მკურნალობა კი საკმაოდ მარტივია: უბრალოდ პატარებმა სწორად და ბალანსირებულად უნდა იკვებონ, მიიღონ ყველა მნიშვნელოვანი მიკროელემენტი და ვიტამინი სწორი განვითარებისთვის. ბავშვები, რომლებიც მკურნალობის კურს გადიან, ზრდის შეფერხება აღენიშნებათ, თუმცა ზრდას ვინ ჩივის, მათ ყველაზე მთავარი - სიცოცხლე უნარჩუნდებათ.









0
873
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
873