x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
7 საინტერესო ფაქტი ალა პუგაჩოვას შესახებ
image

დღეს 15 აპრილს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა საბჭოთა და რუსული პოპ-მუსიკის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას.


"რუსული ესტრადის დედოფალს" დღეისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 250 მილიონი ჩანაწერი, მისი რეპერტუარი მოიცავს 500-ზე მეტ სიმღერას რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ და უკრაინულ ენებზე, გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი სოლო ალბომი, CD და DVD-ი


ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ერთად, მომღერლის ალბომები გამოიცა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ბულგარეთში.




1976 წლიდან 1990 წლამდე, საბჭოთა კავშირის ყველა მუსიკალურ ჩარტებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უცვლელად დასახელებული იყო წლის საუკეთესო მომღერალ ქალად.


ალა პუგაჩოვა რამდენჯერმე იყო საქართველოში ჩამოსული, პირველად 1979 წელს ჩაატარა სპორტის სასახლეში კონცერტი, უკანასკნელად კი 1998 წელს; აპირებდა ჩამოსვლას 2015 წელსაც, თუმცა ჩაიშალა.

image


პუგაჩოვა 13 წლიდან ეწევა


სკოლაში საკმაოდ ცუდი გოგოს რეპუტაცია ჰქონდა: ცუდად სწავლობდა, ეწეოდა და არც ისე კარგად იქცეოდა.

image



პირველი ქმარი


1969 წელს ალა პუგაჩოვამ საესტრადო და საცირკო სასწავლებელში გაიცნო ცირკის არტისტი მიკოლას ორბაკაიდე, რომელიც მისი პირველი ქმარი გახდა, მასთან ქორწინება 4 წელიწადი გაგრძელდა, ალას ქმრისგან ეყოლა ქალიშვილი, შემდგომ ისიც მომღერალი კრისტინა ორბაკაიდე.


image



პუგაჩოვას კაცები


რადგან ზემოთ მისი პირველი ოფიციალური ქმარი ვახსენეთ, ბარემ პუგაჩოვას კაცებიც გაივიხსენოთ, სულ მცირე 10 კაცი მაინც იცის ფართო საზოგადოებამ, ვისთანაც პუგაჩოვას ჰქონდა კავშირი, მათ შორის ოფიციალური ქმრები იყვნენ:მიკოლას ორბაკაიდე, ალექსანდრე სტეფანოვიჩი, ევგენი ბოლდინი, ფილიპ კირკოროვი და მაქსიმ გალკინი, ამის გარდა პუგაჩოვას საყვარლები იყვნენ ბორის ვახნიუკი, პაველ სლობოდკინი, ვლადიმერ კუზმინი, სერგეი ჩელოვანოვი და რაიმონდ პაულსი(ეს უკანასკნელი დაუზუსტებელი)


imageფოტოზე: ალა პუგაჩოვა და ვლადიმერ კუზმინი



მას დასდევა მანიაკი, რომელმაც მისი მსგავსი 6 ქალი მოკლა.


1980 წელს მანიაკი ანატოლი ნაგიევი აედევნა პუგაჩოვას. მოტყუებით მან შეძლო მის საგრიმიოროში შესვლა და მასთან ერთად ლიფტშიც კი იყო, მაგრამ მოწმეები ყოველთვის ხელს უშლიდნენ, რომ მოეკლა მომღერალი.1979-1980 წლებში მან გააუპატიურა და მოკლა მინიმუმ 6 ქალი, რომლებიც მომღერალს გარეგნულად ჰგავდნენ, ამას იმით ხსნიდა, რომ მათ ადგილზე წარმოდგენილი ჰყავდა ალა.ნაგიევი დააპატიმრეს და დახვრიტეს 1982 წელს.

image


სიმღერა მილიონი ვარდი


სიმღერა 1981 წელს შეიქმნა და თავდაპირველად ლიტველმა მომღერალმა აილე კუკულუმ შესრულა, რომელსაც ერქვა "აჩუქა მარინამ გოგონას ცხოვრება"(«Dāvāja Māriņa meitenei mūžiņu), შემდეგ უკვე გაკეთდა რუსული ვარიანტი, (1983 წელს) რომლის ტექსტი ანდრეი ვოზნესენსკიმ ფიროსმანის თემაზე შექმნა, ლეგენდის თანახმად ყურებამდე შეყვარებულმა ნიკო ფიროსმანმა 1905 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოსულ ფრანგ აქტრისას, მარგარიტა დე სევრს სასტუმროს წინ რამდენიმე ალისფერი ვარდებით სავსე ურემი დაუყენა.


"მილიონი ვარდი"წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა, ხოლო თავად კომპოზიცია ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა და მკვირდად დაიმკვიდრა ალა პუგაჩოვას რეპერტუარში ადგილი.


გამოსვლისთანავე სიმღერა პოპულარული გახდა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში, ერთი წლის შემდეგ ხმის ჩამწერი ფირმა "Victor"- უშვებს ლიცენზირებულ ჩანაწერს.


ამის გარდა არსებობს ამ სიმღერის ინგლისური, კორეული, ებრაული, ფინური, შვედური, ვიეტნამური, უნგრული, იტალიური, არაბული და ა.შ. ვერსია.მთლიანად არსებობს დაახლოებით 100-მდე ქავერ-ვერსია, ჩაწერილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

image

მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად


დიახ, დიახ, სანამ მთელ სსრკ-ში ცნობილი არტისტი გახდებოდა, ალა მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. მისი პედაგოგიური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა - მხოლოდ 4 თვე, თუმცა სამუდამოდ დატოვა კვალი მოსკოვის 621-ე სკოლის მოსწავლეების გულებში. ”ის უახლესი მოდაზე იყო ჩაცმული და როგორც კი პიანინოსთან დაჯდებოდა, ყველა ბიჭს უბრალოდ უყვარდებოდა იგი. როგორც წესი, აგვიანებდა, მაგრამ ყოველთვის უხერხულობის განცდის გარეშე შედიოდა კლასში“, - იხსენებენ პოპ- დივას მოწაფეები ვერა და ნადეჟდა ტიურიუტიკოვა წლების შემდეგ.


image

მტრობა როტარუსთან

ეს ფაქტი უფრო მეტად მითების კატეგორიიდანაა. სოფია როტარუმ და ალა პუგაჩოვამ დიდების წვერვალისკენ სვლა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს - იმავე ასაკში და მსგავსი რეპერტუარით დაიწყეს. ბუნებრივია, არტისტებს სურდათ თავიანთი ადგილი პოპ-ოლიმპზე დაეკავებინათ. და, როგორც ამბობენ, ეს ძალიან არამეგობრულად გააკეთეს. თავიდან სოფია როტარუს უფრო გაუმართლა, ჭორების თანახმად, სწორედ აქედან დაიწყო მათი მტრობა - კონფლიქტები და ყოველგვარი არაკორექტული განცხადებები ერთმანეთზე.


არა და მსგავსი განცხადებები ერთმანეთის შესახებ არსად იძებნება, არც საზოგადოებას შეუმჩნევია მსგავსი არაფერი; პოპ-დივებს არასდროს გამოუვლენიათ აშკარა მტრობა. პირიქით, ერთი შეხედვით ჩანდა რომ კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

image


imageასევე დაგაინტერესებთ


მომღერალმა ალა პუგაჩოვამ გამოაქვეყნა ახალი სიმღერა, რომლის ტექსტი თავად არტისტმა კონსტანტინე გუბინთან ერთად დაწერა. მადლობა ავტორებს - კონსტანტინე გუბინს მუსიკისთვის და ალას ასეთი გულწრფელი ტექსტისთვის. Ბედნიერი არდადეგები! იმღერე, ალა! მიყვარხარ, ასე გამოეხმაურა ფილიპ კირკოროვი სოციალურ ქსელში ყოფილი ცოლის სიმღერას და არქ...


ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ლაველასი კარლო აბრამიშვილი ავტორიტეტული კანონიერი ქურდი იყო და კოლეგები მას ლაველასს უწოდებდნენ. ეს მეტსახელი, რაც დონჟუანობას, მექალთანეობას ნიშნავს, აბრამიშვილს შემთხვევით არ შეარქვეს. კარლო, მართლაც რომ, ქალები...



რუსმა პოპ -მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში დაბრუნდა და ტვერის სტუდიაში რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა, სოციალურ ქსელებში რუსი მოქალქეების მისამართით ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა. თავის მესიჯში არტისტმა ასევე განმარტა თავისი ნათქვამი "ყმების და მონების" შესახებ, რომელიც რუსეთის უ...



სოფია როტარუ და ალა პუგაჩოვა - მათი სახელები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ამ ორმა მეგავარსკვლავმა, რომლებსაც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან ვიცნობთ უამრავი შესანიშნავი სიმღერა გვაჩუქეს, თუმცა არც ისაა საიდუმლო და ბევრმა მუსიკის მოყვარულმა იცის, რომ ამ ორ ქალბატონს შორის მუდმივი მეტოქეობა მიდიოდა პირველ...

0
610
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0