x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ინდოეთში მამაკაცს, რომელიც ცოლს ღალატობდა, თანასოფლელებმა საკუთარი შარდის დალევა აიძულეს
image

ინდოეთში, დაქორწინებულ მამაკაცს სხვა ქალთან რომანი ჰქონდა, რის გამოც თანასოფლელებმა შებოჭეს და შარდის დალევა აიძულეს.




ინდოეთში დაქორწინებულ მამაკაცს, რომელსაც რომანი ჰქონდა მეზობელ სოფელში მცხოვრებ ქალთან, თავს დაესხნენ. ინფორმაციას News9Live ავრცელებს.


დაქორწინებულ კაცს უტარ პრადეშიდან, სახელად ამანს, სავარაუდოდ რომანი ჰქონდა მეზობელად, სოფელ კანორეში მცხოვრებ გოგონასთან. ამის შესახებ მისმა თანასოფლელებმა გაიგეს და გადაწყვიტეს დაესაჯათ მამაკაცი. მათ გაიტაცეს ამანი, ხელ-ფეხი თოკებით შეუკრეს, ხოლო კისერზე თასმებით შეკრული ფეხსაცმელი ჩამოაცვეს. შემდეგ მამაკაცს შარდის დალევა აიძულეს.



როდესაც ამანის ნათესავებმა აღმოაჩინეს, რომ ის დაკარგული იყო, მაშინვე დაუკავშირდნენ პოლიციას. მალე სამართალდამცავმა ორგანოებმა მამაკაცის პოვნა მოახერხეს. გამოძიების დროს გაირკვა, რომ მასზე ძალადობა განხორციელდა. თავდამსხმელები იპოვეს და წაუყენეს ბრალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის განზრახ დაზიანების, გატაცების და შეთქმულების მუხლით.


ადრე ვწერდით ინდოეთში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ქალმა კაცი გაიტაცა და გააუპატიურა, თან მისგან 10 მილიონი რუპია მოითხოვა.


დაზარალებული კერძო სკოლის მფლობელია. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ის დაპატიჟეს ქორწილში ქალაქ ჯოდპურში (შტატი რაჯასტანი). იქ გაიცნო ქალი, სახელად ანიტა ბიშნოი, რომელმაც მამაკაცი თავის სახლში დაპატიჟა.ეს ხაფანგი აღმოჩნდა: ის და მისი თანამზრახველი მას თავს დაესხნენ და სცემეს.


ამის შემდეგ დამნაშავეებმა მამაკაცი გააშიშვლეს, რის შემდეგაც ბიშნოიმ მასზე სექსუალური აქტი ჩაიდინა. ეს ყველაფერი კი ვიდეოზე გადაიღეს. კერძოდ, ქალი აიძულებდა დაზარალებულს კამერის წინ ეთქვა, რომ უყვარდა და მასთან სახლში საკუთარი ნებით მივიდა.



შემდეგ დამნაშავეებმა მსხვერპლი მანქანაში ჩასვეს და სხვა რაიონში გადაიყვანეს, თან მისგან 10 მილიონი რუპია მოითხოვეს და დაემუქრნენ, რომ უარის თქმის შემთხვევაში მათ მიერ გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტში გამოაქვეყნებდნენ. ამის შემდეგ ინდოელი გაათავისუფლეს.

პოლიციაში განცხადება დაზარალებულის ძმამ შეიტანა. მალე ბიშნოი და მისი თანამზრახველი დააკავეს. მათი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ოპიუმი აღმოაჩინეს.

0
202
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0