x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ამერიკაში პატიმარი ითხოვს, დაუყონებლივ დასაჯონ სიკვდილით
image

სანამ ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად რუსეთში)ხელახლა სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ მსჯელობენ, შეერთებულ შტატებში აქტიურად იყენებენ უმაღლეს სასჯელს. შარშან 24 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, თუმცა სიკვდილმისჯილთა აბსოლუტური უმრავლესობა და მათი ადვოკატები ცდილობენ წლობით გადაავადოს სასამართლოს განჩინება.


მაგრამ ახლა გვაქვს უნიკალური შემთხვევასთან საქმე: ექვსი ადამიანის მკვლელმა, დერიკ დირმენმა, მოითხოვა მისი დაუყონებლივ სიკვდილით დასჯა - როგორც თავად ამბობს, მას სურს სამართლმა იზეიმოს და მსხვერპლთა ნათესავები ანუგეშოს.


ალაბამაში, 37 წლის დერიკ დირმენმა, ექვსი ადამიანის მკვლელმა, მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯა. მსჯავრდებულის თქმით, ის მზადაა „გადაიხადოს უმაღლესი ფასი იმისთვის, რაც გააკეთა“.



დირმანმა ასეთი თხოვნით მიმართა ალაბამას გუბერნატორს კეი აივის, შტატის გენერალურ პროკურორს და მოსამართლეებს. ასევე ის ამზადებს მონანიების წერილებს მსხვერპლთა ახლობლებისთვის, წერს NBC News.


"სიტყვებს უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს ჩემს სიტუაციაში, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ყველამ, ვინც ჩემი ქმედებებით დაზარალდა, მაპატიოს“, - განაცხადა დირმანმა.


მანამდე ალაბამას უზენაესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა: დამნაშავე განმარტავს, რომ მას არ სურდა გასაჩივრება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი დაჟინებით მოითხოვდა ამას.


2016 წლის აგვისტოს ღამით, პოლიციაში პატარა ქალაქ ციტრონელიდან შემოვიდა ზარი: აღელვებული ქალი ყურმილში ყვიროდა, რომ სახლში უცხო ადამიანი შევიდა..ამ დროს კავშირი შეწყდა. პოლიცია გამოძახებაზე გავიდა, სადაც საშინელი სურათი დახვდათ - ხუთი გვამი. დამნაშავემ მოკლა 26-დან 23 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი და ორი ქალი. ერთ-ერთი მათგანი, 22 წლის ჩელსი მარი რიდი, ორსულად იყო (მსხვერპლად ითვლება მისი არ დაბადებული შვილიც).

image

დირმანს რომანი ჰქონდა ლანეტა ლესტერთან, მაგრამ ქალმა გადაწყვიტა დაშორებოდა მას“ რადგან სცემდა და ამცირებდა .


ლანეტა ნათესავებთან გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მისმა მიტოვებულმა საყვარელმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა. მოკლა გოგონას ნათესავები, ხოლო გაიტაცა ლანეტა და მოკლული მელისა რენდალის სამი თვის ბავშვი. თუმცა, როცა მეზობელ საგრაფოს მანქანით მიაღწია, დერიკმა ისინი გაუშვა - საშინელ მდგომარეობაში მყოფი ლანეტა პოლიციაში გაიქცა ბავშვით ხელში.

image

ნაფიცმა მსაჯულმა დირმანი დამნაშავედ ცნეს 2018 წლის ოქტომბერში.


მან აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ნარკოტიკების ბრალია: „მან გადამაქცია არაპროგნოზირებად, სასტიკ ადამიანად. სინამდვილეში არ ვარ ასეთი!"

0
269
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0