x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ახალგაზრდა წყვილის ჩხუბს ბიჭის მიერ შიშველ მდგომარეობაში მე-16 სართულიდან გადახტომა და სასწაულებრივი გადარჩენა მოჰყვა
image
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ყოველთვის ვარდებით მოფენილი არაა, რადგან ცხოვრება საკმაოდ რთულია, მით უფრო როცა საქმე ახალგაზრდა წყვილს ეხება, რომლებიც ხშირად ინტიმური ლტოლვის გამო უახლოვდება ერთმანეთს და თანაცხოვრებას იწყებს.


ასე მოხდა მოსკოვში, 19-წლის ბიჭი გადმოხტა საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულის ფანჯრიდან, თან სრულიად შიშველი. ახალგაზრდა ბიჭის ფანჯრიდან გადმოხტომის მიზეზი გახდა ჩხუბი მეგობარ გოგონასთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში 19 წლის სტუდენტი ბიჭი.

წყვილი უკვე მეორე წელი იყო, რაც ერთად ცხოვრობდა, მაგრამ მზობლების თქმით მათი ბინიდან ხშირად გამოდიოდა ხმამაღალი საუბარი. ბიჭი არც მსმელი იყო და არც ნარკომანი, არც თანატოლები ამოჰყავდა ბინაში, უბრალოდ, როგორც მეზობლების გამოკითხვით დადგინდა ბიჭის მეგობარი გოგო გახლდათ საკმაოდ მძიმე ხასიათის.


გამოძიებამ დაადგინა, რომ იმ საღამოსაც ბიჭმა ვახშამი მოამზადა, ივახშმეს, ბიჭმა საძინებელში შესვლამდე აბაზანაში შესვლა გადაწყვიტა რასაც მეგობარი გოგოს გაღიზიანება მოჰყვა, წყვილს შორის უბრალო გაუგებრობას ხმამაღალი საუბარი მოჰყვა, რომელიც ყვირილში გადაიზარდა, მალე კი ბინის ფანჯარა გაიღო და იქიდან სრულიად შიშველი ბიჭი გადმოხტა, ბიჭის გადმოხტომის მომენტს რამდენიმე ადამიანი შეესწრო, სწორედ მათმა დროულმა დახმარებამ გადაარჩინა 19 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. მე-16 სართულიდან გადმომხტარი ბიჭი კომუნალური სამსახურის ტრაქტორის მიერ გზის გასწვრივ დაყრილმა თოვლის სქელმა ფენამ გადაარჩინა, ბიჭი თოვლში მთლიანად "ჩაიმარხა".


საბედნიეროდ თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებისთანავე სწრაფად დაიწყეს ბიჭის ირგვლივ თოვლის გაწმენდა, რამაც ბიჭი გაყინვას გადაარჩინა, ბიჭი ტრავმული შოკის მდგომარეობაში იყო, იცინოდა და კითხვებზე არაადექვატურ პასუხებს იძლეოდა, რამაც მოქალაქეებს აფიქრებინა, რომ ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.



სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იღბლიანი სტუდენტი კლინიკაში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა კარგია, ბიჭს დაჟეჟილობის გარდა ერთი მოტეხილობაც კი არ აღმოაჩნდა, მისი სისხლის გამოკვლევებმა კი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალების მოხმარება გამორიცხა.


იმედია სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ სხვა მეგობარ გოგოს გაიჩენს, რომელიც ბევრად გამგებიანი და კარგი ხასიათის იქნება.

0
284
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
284