სისხლის სამართალი ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ფეხბურთელი გოგონას იძულებითი კოცნისთვის 3 აპრილი, 15:23 ესპანეთის პროკურატურამ მოითხოვა 2, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ესპანეთის, სამეფო საფეხბურთო ფედერაციის (RFEF) ყოფილი პრეზიდენტის ლუის რუბიალესის მიმართ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ესპანეთის ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის-ჯენიფერ ერმოსოს მიმართ განხორციელებული ქმედების გამო, საუბარია ესპანეთის ქალთა ეროვნული ნაკრების დაჯილდოებისას. მოგეხსენებათ ესპანეთის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტირული მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაიმართა. დაჯილდოებისას 20 აგვისტოს რუბიალესი მოეხვია და ტუჩებში აკოცა ფეხბურთელ გოგონას-ჯენიფერ ერმოსოს. სექტემბერში ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუბიალესის წინააღმდეგ. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუბიალესს 3 წლით საფეხბურთო მოღვაწეობა აუკრძალა და ის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გაანთავისუფლა ესპანეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით. "მე არანაირი მიზეზი არ მიმიცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის მომქცეოდა ასე, მომხვეოდა და ჩემი ნების წინააღმდეგ ეკოცნა ჩემთვის ტუჩებში. მე არ მოვითმენ ვინმესგან, რომ ჩემი ნათქვამი დააყენოს ეჭვის ქვეშ"-განაცხადა ჯენიფერ ერმესომ. რუბიალესს ბრალი წაუყენეს ორი პუნქტით: კოცნისათვის და ფეხბურთელის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისათვის. სასამართლო ასევე მოითხოვს 1, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ ესპანეთის ქალთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთვნელის-ხორხე ვილდის, ესპანეთის სამეფო, საფეხბურთო ფედერაციის მარკეტინგის ყოფილი დირექტორის რუბენ რივერის და ქალთა ეროვნული ნაკრების აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ლუკესათვის. 2, 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნის პარალელურად, პროკურატურამ მოითხოვა ციხეში ყოფნის პერიოდში რუბიელესს აეკრძალოს იმუშაოს სპორტულ სფეროში, მოათავსოს რუბიელესი 2 წლით მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, ასევე აეკრძალოს მას მიმართოს ნებისმიერი ფორმით ჯენიფერ ერმოსოს, ასევე აეკრძალოს მას ჯენიფერ ერმესოს მიუახლოვდეს 200 მეტრის სიახლოვეს 4 წლის განმავლობაში. აი ამ ქმედებისთვის გადააყენეს დაკავებული პოსტიდან რუბიალესი და ამ ქმედებისთვის მოხვდება ციხეში. 151 5-ს მოსწონს |