სამოქალაქო ყველაზე უცნაური საჩივრები და სასამართლო პროცესები 2024, 3 აპრილი, 13:39 ![]() ქალი მამაკაცების ტუალეტში-სან დიეგოს მაცხოვრებელმა იჩივლა სასამართლოში იმის გამო, რომ კონცერტის დროს, რომელიც ქალაქის საბჭოში იმართებოდა შევიდა მამაკაცთა ტუალეტი და იქ დახვდა ქალი, რისთვისაც გადაიტანა საშინელი სულიერი ტანჯვა. პრიზი მოიგო და იჩივლა-კეტი მაკგოანმა ადგილობრივ რადიოსადგურში მოიგო ვიქტორინა, საჩუქარი " რენო" იყო, იგი მივიდა რადიოსადგურში პრიზის მისაღებად და მას გადასცეს ავტომობილის სათამაშო მოდელი.ქალმა დაუყონებლივ სასამართლოში იჩივლა და სხვათა შორის საქმე მოიგო, რადიოსადგურმა მას ჯარიმის სახით 28 000$ გადაუხადა. ![]() 3-კურსადამთავრებულმა თავის კოლეჯს უჩივლა-2009 წელს ტრინა ტომპსონმა ნიუ-იორკიდან დაამთავრა კოლეჯი, აიღო ბაკალავრის დიპლომი საიფორმაციო ტექნოლოგიის განხრით, თუმცა სამუშაო ვერ იშოვნა, რისთვისაც უჩივლა სასწავლებელს და მოითხოვა სწავლაში დახარჯული თანხა -70 000$ უკან დაბრუნება. ![]() 4-პლასტმასის დანა სენდვიჩში-სწრაფი კვების რესტორან Subway-ში 27 წლის მომხმარებელმა სენდვიჩში პლასტმასის ერთჯერადი დანა აღმოაჩინა და დაუყონებლივ უჩივლა რესტორანს, მისი თქმით დანა ჭუჭყიანი იყო და შეიძლება რაიმე ბაქტერიით დაავადებულიყო.მან საქმე მოიგო და რესტორანმა 100000$ გადაიხადა ![]() . ![]() 94 1-ს მოსწონს
|