![image](/uploads/article_images/small/125951350153751.jpg)
ჩვენ გვინახავს ფილმები საუკუნის უდედეს ძარცვებზე, იმაზე, თუ როგორ ოსტატურად იგდებდნენ ხელში უდიდეს ქონებას ცალკეული დამნაშავეები, ან მათი ჯგუფები, მაგრამ ხდება ისეთი ძარცვებიც, რომლებზეც ფილმის გადაღება კომედიურ ჟანრს ვერ გასცდება.
როცა გაზიანი სასმელი სხვა ყველაფერზე ძვირფასიათითქმის ყველა დამნაშავე ძარცვის შემდეგ ცდილობს კვალის წაშლას, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა კვალი ისე ღრმა და აშკარაა, რომ მისი წაშლა შეუძლებელია. არკანზასში მხცოვრებმა ორმა
![image](/uploads/article_images/small/125951350153866.jpg)
მძარცველმა და მოდი ვთქვათ-”საქმიანმა პარტნიორებმა” 2008 წელს გადაწყვიტეს მაღაზიიდან გაზიანი სასმელების აპარატის მოპარვა. მათ ის მაღაზიიდან გამოიტანეს და სიმძიმის მიუხედავად თითქმის ერთი მილის მანძილზე ათრიეს. ძარცვის ეს ფაქტი ადასტურებს მოსაზრებას, რომ იდიოტიზმი გადამდებია. როგორ ფიქრობთ რას ნახავდნენ მომდევნო დღეს დანაშაულის ადგილზე
![image](/uploads/article_images/small/125951350154576.jpg)
მისული სამართალდამცველები?! მათ დახვდათ ნაკვალევი, რომელიც აპარატის სიმძიმისგან იმდენად ღრმად იყო დამჩნეული ზედაპირზე, რომ 1 მილის მანძილზე დამნაშავეების მიგნება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. კვალმა პოლიციელები პირდაპირ მძარცველების სახლის წინა ეზოსთან მიიყვანა. სავარაუდოდ დამნაშავეებს უზომოდ სწყუროდათ, რადგან არც ფულისთვის და არც ძვირადღირებული, ამავედროს გაცილებით მსუბუქი, ნივთებისთვის მათ ხელი არ უხლიათ.
გამოძალვის ცუდი იდეაროგორ მოიქცევა ჭკვიანი მძარცველი მას შემდეგ, რაც სხვის ქონებას მიითვისებს? ამ კითხვას უამრავი შესაძლო პასუხი აქვს, მაგრამ
![image](/uploads/article_images/small/125951350154860.jpg)
ერთი დანამდვილებით ვიცით. ის არ შეეცდება მოპარული ნივთი მის მფლობელს უკან მიჰყიდოს. ჯოშუა ქარიმ 2009 წელს მსხვერპლს დაურეკა და მოპარული მობილურის სანაცვლოდ 240 დოლარი მოითხოვა. მას ალბათ იმედი ჰქონდა, რომ ფულს აიღებდა, ხოლო მობილურს არ დააბრუნებდა, შემდეგ კი კვლავ გამოსასყიდს მოითხოვდა და ამას წრიული ხასიათი ექნებოდა, რაც მას სიცოცხლის ბოლომდე ფულის უწყვეტი ნაკადით უზრუნველყოფდა. მისდა საუბედუროდ მსხვერპლმა პოლიციას დაურეკა(საინტერესოა რას ფიქრობდა ქარი, რა უშლიდა ხელს მსხვერპლს ამის გაკეთებაში). დათქმულ ადგილზე დამნაშავეს, მისდა გასაოცრად, ფულის ნაცვლად კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელები და სპეციალურად გამზადებული ხერბორკილები დახვდა.
ძარცვა ცუდ დროს ცუდ ადგილასმაღაზია-სუპერმარკეტები მძარცველების, ალბათ, ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, მაგრამ არა იარაღების მაღაზია,
მითუმეტეს თუ დახლს მიღმა უნიფორმიანი პოლიციელია. ალბათ
![image](/uploads/article_images/small/125951350155192.jpg)
წარმოგიდგენიათ იქ მყოფთა გაკვირვება, როცა დევიდ ზებაკი 1990 წელს სიეტლში მდებარე იარაღების მაღაზიაში შევარდა და ფული მოითხოვა. მას ეს უცნაური გამოხტომა სხეულზე 23 ნახვრეტის ფასად დაუჯდა.