ვარსკვლავები "ბიუსჰალტერის ტარება აუცილებელი არ არის" - ნეკა დოროყაშვილის მორიგი თამამი ფოტოსესია 2 აპრილი, 13:02 ცნობილი ჩოგბირთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი და ბლოგერი ნეკა დოროყაშვილი, რომელსაც "ინსტაგარამზე" 490 000 გამომწერი ჰყავს, ხშირად აქვეყენებს თამამ ფოტოებს და ამასთანავე გამომწერებს ცხოვრებისეულ რჩევებს აძლევს და მათ შეკითხვებასაც პასუხობს.
ამჯერად ნეკამ სთორიში გაავრცელა ფოტოები, სადაც ნახევრად შიშველია და ამბობს, რომ ბიუსჰალტერით ტარება აუცილებელი არ არის. "როცა გეკითხებიან კლასიკური თუ ზღაპრული?! იფიქრე, მთავარია იყო ნამდვილი. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ტანსაცმელი გაცვია. ატარებ ბიუსტჰალტერს თუ არა, თმა გრძელია თუ მოკლე, მაკიაჟი გაქვს თუ არა, უბრალოდ იყავი დარწმუნებული, რომ ეს სექსუალურია მაშინაც კი, როცა ბიუსტჰალტერის ტარება დაგავიწყდება“, - წერს ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში. ნიკოლოზ ბასილაშვილთან სკანდალურად დაშორების შემდეგ ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ ქმარზე ორიოდე თვის წინ ისაუბრა, ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში, სადაც აღნიშნა, რომ რომ საჭიროების შემთხვევაში ნიკოლოზს გვერდით დაუდგება. "რეალურად ეს ადამიანი მე დღემდე მემტერება, მაგრამ მე ვაპატიე ეს ყველაფერი და ჩავკეტე სკივრში. ოდესმე, რამე დასჭირდეს და გაუჭირდეს, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც იქნება მის გვერდით. როცა ჩვენ ერთად ვიყავით, ის იყო ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი და სწორედ იმ ეტაპს ვცემ პატივს", - ამბობდა ნეკა დოროყაშვილი. 1554 2-ს მოსწონს
|