x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შხაპის ქვეშ სახე არ დაიბანოთ! - იცით რატომ?
მეცნიერები ათწლეულების მანძილზე ამტკიცებდნენ ყოველდღიური შხაპის სარგებლიანობასა და მავნებლობას. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ყოველდღიურად ტანზე უამრავი ბაქტერია გროვდება და მოცილება აუცილებელია შხაპით; ნაწილის თქმით კი სულაც არ ასოცირდება ხშირი დაბანა უძლურებასა და დაავედებებთან და აქვე ამატებენ, რომ ჩვენი წინაპრები ხშირად და კომფორტულად ვერ იბანდნენ, თუმცა ჯანმრთელები იყვნენ.




image



ბევრი თქვენგანი არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ ჯანმრთელობა და გონივრული უნარები მჭიდროდაა დაკავშირებული პირად ჰიგიენასთან. ალბათ ისიც ძნელი წარმოსადგენია, რომ რაც არ უნდა მოვუაროთ თავს, თუნდაც ორჯერ მივიღოთ დღეში შხაპი, გვრჩება სხეულის ერთი ნაწილი მოსავლელი, სადაც 67-ზე მეტი სახეობის ბაქტერიაა და ჰიგიენურად სუფთად აღარ ვითვლებით და აგრეთვე თუ კარგად ვიბანთ შხაპის დროს სახეს, ამით ვვნებთ ჯანმრთელობას.


image



გვირჩევენ, რომ შხაპის მიღების დროს სახე არ დავიბანოთ. რატომ? სწორედ დღევანდელ სტატიაში გავცემთ ამ კითხვას პასუხს.


შხაპის ქვეშ სახე არ დაიბანოთ! - იცით რატომ?



ცნობილი დერმატოლოგები ჰედლი კინგი და რეიჩელ ნაზარიანი Schweiger Dermatology Group-იდან ამბობენ, რომ შხაპის ქვეშ სახე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიბანოთ, რადგან ცხელი წყალი და ზოგადად მაღალი ტემპერატურა აფართოვებს სისხლძარღვებს და კაპილარებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის სიწითლე და გააუარესოს ისეთი პროცესები, როგორიცაა როზაცეა, რაც საბოლოოდ იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას და მათ გაფართოებას ქრონიკულად.


გარდა ამისა, კანი შეიძლება ძალიან გამოშრეს წყალთან ხანგრძლივი კონტაქტის გამო. ამიტომ, ღირს, რომ დაიბანოთ პირსაბანში მას შემდეგ, რაც დაასრულებთ აბაზანის მიღებას.



image


სინამდვილეში, დატენიანება და სითბო ხდის კანს განსაკუთრებით მიდრეკილს აქერცვლისა და საფუძვლიანი წმენდისკენ.



0
175
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0