x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდნენ
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის გამოცემები არსებობს, რომელიც მოიცავს ცნობებს ადამიანის უდიდესი მიღწევებისა და რეკორდების, აგრეთვე ბუნების უნიკალური მოვლენების შესახებ. ის გამოდის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 25 ენაზე. ამჟამად გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი იბეჭდება გამომცემლობა „გეიმერის“ („Gamer's Edition“) ეგიდით და ახალ-ახალი რეკორდებით ივსება. მასში მოხვედრა საპატიოა, რისთვისაც ათასობით ადამიანი იღვწის.



image




საინტერესოა ამ წიგნის შექმნის ისტორია. 1951 წლის 10 ნოემბერს ინგლისელი ლორდი ჰიუ ბივერი, ა. გინესის ლუდსახარშის აღმასრულებელი დირექტორი, მეგობრებთან ერთად ნადირობდა გარეულ ფრინველებზე ვექსფორდში. მონადირეებმა კამათი გამართეს იმის თაობაზე, თუ რომელი ფრინველი უფრო სწრაფად ფრენდა. მათ ვერ მიაკვლიეს ცნობარს, რომელშიც ზუსტი მონაცემები იქნებოდა ამა თუ იმ ფრინველის ფრენის სისწრაფის შესახებ. ამის გამო, 1954 წლის აგვისტოში, ჰიუ ბივერმა (იმხანად უკვე გინესის გამომცემლობის მმართველმა დირექტორმა) გადაწყვიტა საგანგებო საცნობარო კრებულის შედგენა და გამოცემა. შეიქმნა ბიურო და დაიწყო უდიდესი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება. არტურ გინესი (1725-1803) იყო ირლანდიელი ლუდის მხარშავი, რომელმაც 1759 წელს დააარსა ლუდის მწარმოებელი კომპანია (საოჯახო ფირმა). 1886 წელს კომპანია გარდაიქმნა კორპორაციად და XXI საუკუნის დასაწყისშიც რჩება ლუდის ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლად. 1955 წლის 27 აგვისტოს გინესის კორპორაციამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა. მომდევნო წელს წიგნი გამოიცა აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში და სხვ. მას დამფინანსებელი ფირმის „გინესის“ სახელი დაენათლა. 2005 წელს აღინიშნა გამოცემის 50 წლისთავი.




ვიცით, ყოველწლიურად იკრიბება სხვადასხვა ვარსკვლავის რეიტინგი და ტოპები მთელს მსოფლიოში, ჯილდოები გადაეცემა კულტურისა და შოუბიზნესის ყველაზე გამორჩეულ მოღვაწეებს, აღინიშნება მათი საუკეთესო მიღწევები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ნებისმიერი ცნობილი ადამიანისთვის არის მისი ნიჭის აღიარება - გინესის რეკორდების წიგნი. საინტერესოა, ვინ და რის გამო შეიძლება მოხვდეს ის შოუბიზნესის წარმომადგენლებისგან?




ცნობილები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდნენ






1. მადონა. image

მოგეხსენებათ, მადონას შემოქმედებითი პოტენციალი ნამდვილად უსაზღვროა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის გინესების წიგნში შევიდა არა მხოლოდ როგორც მომღერალი, რომლის ჩანაწერები გახდა ყველაზე გაყიდვადი ქალთა მუსიკალურ ალბომებს შორის, ( გაიყიდა 300 მილიონზე მეტი ეგზემპლარი) არამედ როგორც მსახიობი, რომელმაც ყველაზე მეტი კოსტიუმი გამოიცვალა. ამ შემთხვევაში საუბარია მიუზიკლ „ევიტაში“ როლზე, სადაც მან არგენტინის პრეზიდენტის ხუან პერონის იტალიელი ცოლის როლი ითამაშა და 85-ჯერ "გამოიცვალა იმიჯი".






2. შაკირა. image

მომღერალმა პირველი რეკორდი ბევრი წლის წინ დაამყარა, როდესაც 2005 წელს მისმა ალბომმა "Fijacion Oral" მიიღო აშშ-ში ერთ კვირაში ყველაზე გაყიდვადი ესპანურენოვანი ალბომის სტატუსი. მეორე სერტიფიკატი შაკირას გადაეცა სიმღერისთვის "La Tortula", რომელიც გახდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ესპანურენოვანი სინგლი. რაც შეეხება შემსრულებლის მესამე ხსენებას გინესის წიგნში, რამდენიმე წლის წინ ფეისბუქზე მისმა ფოტომ 100 მილიონზე მეტი მოწონება მოიპოვა, რისთვისაც აქამდე არავის მიუღწევია.






3. მაილი საირუსი. image

მაილიმ კარიერა ძალიან ადრე დაიწყო და უკვე 19 წლის ასაკში მიიღო პირველი ჩანაწერი გინესის რეკორდების წიგნში, როგორც თინეიჯერი ვარსკვლავი, რომლის სიმღერებიც ყველაზე ხშირად მოხვდა ჩარტებში. და კვლავ მიიღო პრესტიჟული სერთიფიკატი, მაგრამ ახლა როგორც შემსრულებელი, რომლის სახელსაც ყველაზე ხშირად ითხოვდნენ საძიებო სისტემებში.






4. ქეით მიდლტონი. image

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი თავიანთი ქორწილით რეკორდების წიგნში მოხვდნენ. ეს გახდა ყველაზე მასშტაბური გადაცემა, რაც კი ოდესმე გაუშუქებიათ ინტერნეტში - 72 მილიონი ტრანსალიცია მიმდინარეობდა ინტერნეტით.






5. ტეილორ სვიფტი. image

შემსრულებელი, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სხვა მომღერლებს, გოგონას მუსიკალური მიღწევებით და ეს არის ტეილორ სვიფტი. მან ერთდროულად დაამყარა ორი მსოფლიო რეკორდი: პირველი - მისი ჩანაწერი "Speak now"გახდა ყველაზე გაყიდვადი (გაიყიდა 280000-ზე მეტი ეგზემპლარი); მეორე - როგორც მომღერალი ამერიკის ტოპ 100-ში სინგლების მაქსიმალური რაოდენობით.






6. ჯოან როულინგი. image

ჩვენი სიის უბადლო რეკორდსმენია ჰარი პოტერის შემქმნელი, ინგლისელი მწერალი ჯ.კ. როულინგი. ის არის გინესის მსოფლიო სერტიფიცირებული წევრი მსოფლიოში, როგორც ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბავშვთა ავტორი, პირველი მილიარდერი ავტორი და ყველაზე გაყიდვადი წიგნის ავტორი.




0
100
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0