x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მორიდებოდათ მაინც! სელებრითები, რომელთა ჩაცმულობაში წესიერების ნატამალიც კი არ არის

image


როდესაც ელეგანტურ ქალს ვგულისხმობთ გონებაში სხვადასხვა სილუეტს ვხატავთ. ზოგი ქალის სახებას რეტრო სტილში ხედავს, ზოგისთვის კი ის არსებულ ტენდენციებთან სრულ შესაბამისობაშია. ორივე მხარე მართალია: უბრალოდ სრული სურათისთვის ქალს კიდევ შინაგანი ენერგიაც სჭირდება. ამ ვარსკვლავებში კი ის მეტისმეტად ბევრია. მოკრძალებულ სამოსშიც კი, ეს ქალბატონები ახერხებენ ისეთი ცეცხლის დანთებას, რომელიც მათ გარშემო ყველას ერთნაირად ნუსხავს. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ ვარსკვლავების ბოლო პერიოდის ყველაზე თამამი "ლუქები", რომლებიც ყურადღების მიღმა არც ტაბლოიდურ გამოცემებს დარჩენიათ.





რიტა ორა


image


რიტა ორას ზედმეტი მოკრძალებულობა დიდად არ ხიბლავს, შესაბამისად ყოველთვის გამომწვევად იცვამს. ახლახანს ვარსკვლავმა საკმაოდ თამამი, მთელ სიგრძეზე აჭრილი კაბა მოირგო, რომელიც ვარსკვლვს პრაქტიკულად არაფერს უმალავდა!





ლილი ალენი


image


ბრიტანელი მომღერალი იმით არის ცნობილი, რომ ოფიციალური ღონისძიებებისთვის ყოველთვის საკმაოდ უცნაურ სამოსს ირჩევს. ასე მაგალითად, ლონდონის იორკის ჰერცოგის თეატრში დასასწრებად ლილიმ კრობ - ტოპზე ჯაჭვის კაბა და გამჭვირვალე მინი ქვედაკაბა მოირგო.







ქლოე კარდაშიანი


image


ქლოე კარდაშიანი დღითიდღე სულ უფრო ლამაზდება, ცნობილი კლანის წარმომადგნელი ქალებს საკუთარ მაგალითზე ასწავლის თუ როგორ უნდა ატარონ გამჭვირვალე კაბები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქლოე ამ თეთრ კაბაში მართლაც რომ ნამდვილ თანამედროვე პატარძალს ჰგავდა.





ელიზაბეთ ჰარლი



image



მარტო შეხედეთ, როგორ დასეირნობს ელიზაბეთ ჰარლი სენ-ტროპეს ქუჩებში! 58 წლის მოდელი და მსახიობი დღემდე "შიშველ" კაბებზე უარს არ ამბობს, რისი უფლებაც მას ნამდვილად აქვს.






ტარა რიდი


image


ცოტა ხნის წინ, "American Pie"-ს ვარსკვლავი საზოგადოებაში ექსტრემალურად "შიშველი" კაბით გამოჩნდა. ტარა რიდის მსგავსი თავდაჯერებულობა ალბათ არავის აწყენდა, წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების მიუხედავად, მსახიობი საკუთარი გარეგნობით მაინც კმაყოფილია.






ზენდაია


image


ზენდაიამ ფატალური ქალის იმიჯი ჟურნალ "Elle"-სთვის მოირგო. მსახიობის თაყვანისმცემლებმა უკვე აღნიშნეს, თუ რამდენად უხდება მას ასეთი თამამი ჩაცმულობა.






0
544
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
544