x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ფოტოებიც "ქე" გვაქვს შემონახული, ვიდეოც თუ გახდა საჭირო ეგეც გვაქვს, ამასაც "ქე დოუდებთ"- ვისზე საუბრობს თამარ ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ერთ-ერთ ფეისბუქმომხმარებელთან მიმოწერის შინაარს პირად გვერდზე ასაჯაროებს და წერს:


"გავერთე ცოტა და თქვენც გაგრთობთ ჩემო მეგობრებო!


ვიღაც ტიპი მწერს ჩემი გამოსვლის შემდეგ ტვ კედელზე ( რა თქმა უნდა პუტინისტი) მამათქვენი სულ სხვებთან ქეიფობდა, მე არ ვიცი თქვენთან ვინმეს ექეიფოსო სახლშიო…

მლანძღა, მლანძღა და ბოლოს ეს კრეტინობაც მოაყოლა

ვააახ ეგეთი აღარ მინახავს არაფერი, აი მართლა რა….. ვინ ხართ ბატონო თქო ვკითხე, სად და რატომ უნდა გცოდნოდათ თქო
(ვაახ, თუ კიდევ რომელიმე რუსეთუმე გამაკვირვებდა თავისი კრეტინიზმით არ მეგონა რა)


ჰოდა ეს მამაჩემის მეგობრები მკვდრები არიან კაცო, ბევრი გარდაიცვალა, ვინც ცოცხალი დარჩა ღმერთმა კარგად მიმყოფოს, ჰოდა აგერ ელდარს უნდა შევეხმიანო შენგელაიას, მამაჩემის ელდარინოს (ასე ეძახდა) და ნუგზარ წერეთელს, კიდევ ტარიელ ჭანტურიას, დღეს ანზორ ერქომაიშვილის დღეა მაგრამ, ვერც ანზორი მომეშველება და დამემოწმება, ვერც ნოდარ დუმბაძე, ვერც ედიშერ ყიფიანი, ვერც ჭაბუა ამირეჯიბი, ვერც ოთარ და თამაზ ჭილაძე, ვერც ზურა ჩილაჩავა, ჯუმბერ თითმეტია, ვერც ბიძინა კვერნაძე, ვერც ჯანსუღ კახიძე და მიშიკო შენგელია, ვერც ოტია პაჭკორია და გურამ ფანჯიკიძე, ვეღარც ოთარ იოსელიანი, ვერც დიმა ერისთავი და მერაბ ბერძენიშვილი, ვერც არჩილ ასათიანი და არჩილ სულაკაური, ვერც იოსებ ნონეშვილი და რეზო თაბუკაშვილი, ვერც თენგიზ ჩანტლაძე, ვერც თენგიზ კეკელიძე, ვერც გურამ საღარაძე, ვერც დოდო აბაშიძე და ჯემალ ღაღანიძე ვერ გამომადგებიან მოწმეებად, აღარ არიან ამ ქვეყნად და რა ვქნა.


ჰოდა ეგება მე და მამუკას ელდარი გამოგვყვეს მოწმედ -ელდარ შენგელაია და პოეტი ტარიელ ჭანტურია და კიდევ დედაჩემი ირმა, ნუ როგორც პურმარილის გამკეთებელი რომ ნაღდად ვქეიფობდით ჩარკვიანებში ბატონო, ფოტოებიც “ქე “ გვაქვს შემონახული და შემორჩენილი სუფრასთან პირდაპირ ყანწით ხელში ბატონო, ვიდეოც თუ გახდა საჭირო ეგეც გვაქვს, ხაინდრავას და ფოფხაძის ტროლ-ბოტებს ამასაც “ქე დოუდებთ”, თუ არა და მამუკას ვამღერებ ბოლო-ბოლო მტკიცებულება იქნება, ველაპარაკე და დამთანხმდა, მეც “პატარა” მეორე ხმას მივცემ მამუკას და ჩვენი სამეგობროც მოგვეშველება ეგენიც გამოდგებიან მოწმეებად რამე რო იყოს, ჰა რა ვქნა მეტი ბატონო?!


ჰოდა, მე არ გამიგიაო და არ ვიციო რომ თქვენთან ქეიფები და სტუმრიანობა იყოო, რომ მწერს “ვიღაც” უცხო, ახლა დავფიქრდი და მივხვდი რაშიც არის საქმე, თან მამუკამ მითხრა :გოგო ვერ უთხარი, რომ ჩვენთან სახლში კაგებეშნიკები და მამაძაღლები არ დადიოდნენო, კი ბატონო ასეა “ფოფხახისმაგვარი “ ბოგანოები არ დადიოდნენ, ჰოდა ამაშია საქმე.

ეჰ ერთი კია ზოგი ჭირი მარგებელიაო, კარგი და საოცარი ხალხი მომაგონა ამ ერთმა გაბოროტებულმა “ ვალოდია ჯინჭარაძემ” …..

p.s


“მომანატრა, მომანატრა ნეტავ, რაც მიყვარდა, ვინც მიყვარდა ის”, უჰ როგორ მენატრებით მითუფრო მკვეთრად გხედავთ მაგრებს, ვაჟკაცებს, ტკივილამდე მენატრებით, განსაკუთრებით ამ ქვეყნად შემორჩენილი ფსკერის ბინადართა ფონზე….
უჰ კიდევ კარგი ეს ოხერი იუმორი გენეტიკურია, თორემ “ამათ” -ამ “ჩიტებს ანუ სირებს” სერიოზულად მტერმა უსმინა.
იუმორი გადაგვარჩენს❤️????"- ვკითხულობთ დეპუტატის პირად გვერდზე.




0
250
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
250