x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„აპრილი თქვენთვის იქნება ფეიერვერკული თვე, მთავარი მოთამაშე ხართ“ - ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა
image

აპრილის თვის მთავარი გამოწვევები და რისკები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა საუბრობს.


„ეს იქნება ფეიერვერკული თვე, 8 აპრილს კი გვაქვს დაბნელების კოლიდორის ბოლო წერტილი. 31 მარტიდან - 3 აპრილამდე პერიოდი კი იქნება ემოციურად დატვირთული, რასაც არ ელოდებით ისიც შეიძლება მოხდეს.


8 აპრილამდე მერკურის რეტროგრადული პერიოდი იწყება, რაც ადამიანებს შორის კომუნიკაციას ართულებს და წარსულში დაბრუნებასაც იწვევს“, - ამბობს ასტროლოგი.



რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:


ვერძი - თვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მათ მოუწევთ მნიშვნელოვანი არჩევანის და გადაწყვეტილების მიღება.


გქონდეთ პოზიცია, რომ აირჩიოთ საკუთარი თავი, და გქონდეთ მთავარი როლი. აქ შესაძლოა მოგიწევთ ურთიერთობების დასრულება, როგორც საქმიანი ასევე სასიყვარულო კუთხით.


კურო - 5 აპრილამდე თქვენ ცხოვრებაში იყოს სიტუაციები, რომელიც უკავშირდება ფულს, უძრავ ქონებას და რომანტიკულ ურთიერთობას, არ არის გამორიცხული თქვენ თვითონ მოიტყუოთ თავი და იყოთ ზედმეტად მიმნდობი, 5 აპრილის შემდეგ კი აღმოაჩინოთ რომ ტყვეობაში ხართ, აქ მოგიწევთ ბევრი რაღაცის გააზრება და იყავით ყურადღებით.


ტყუპები - ამ თვის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. მოგიწევთ წარსულში დაბრუნება ამიტომ იყავით ყურადღებით, რა ვალდებულებასაც გაექცეთ ახლა მოგიწევთ დაბრუნება. ვერძთან და მორიელთან მოგიწევთ გადაკვეთა.


კირჩხიბი - მნიშვნელოვანი იქნება აპრილის შუა რიცხვები, იმ საქმეებისთვის რომელიც არ გამოდიოდა. აქ შეიძლება იყოს ემიგრაციაში წასვლის ან დაბრუნების თემა. თქვენ მოგიწევთ არჩევანის წინაშე დადგომა, შეიძლება მოგიწიოთ არჩევანის წინაშე დადგომა. აქ შესაძლოა მოგიწიოთ ახალი საქმეების დაწყება, თუმცა ეცადეთ არ გაიაროთ ეს ყველაფერი კონფლიქტებით.


ლომი - საკვანძო და გადამწყვეტი მოვლენა მოხდება, ძირითადად ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობებს. შესაძლოა კრიტიკულ ზღვარზე დადგეთ, და მოულოდნელად დაგეხმარებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც წინა პერიოდში თქვენ დაეხმარეთ.


ქალწული - თქვენ ცხოვრებაში ბევრი კომუნიკაციები იქნება, მოგიწევთ გაფილტროთ რომელია თქვენთვის სასურველი. ყურადღება მიაქციეთ საბუთებს. ასევე შესაძლოა მოგიწიოთ წარსულ საქმეებში დაბრუნება. ამ თვეში სამყარო მოგცემთ შანსს გარისკოთ და იმოქმედოთ.


სასწორი - შესაძლოა გქონდეთ გადამეტებული წარმოდგენა, როგორც საკუთარი თავის ასევე სხვების მიმართ, ამიტომ იყავით ყურადღებით 5 აპრილიდან თვის ბოლომდე შეინარჩუნეთ ბალანსი, შესაძლოა ეს ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფი იყოს.


მორიელი - მწიფდება ემოციური და კონფლიქტური საუბრები გუნდთან და კოლექტივთან, რომელიც შეიძლება კრიტიკულ ზღვრამდე მივიდეს, მაგრამ უკან დაიხევს, თუმცა ეს იქნება დროებითი და გირჩევთ აპრილის ბოლომდე დაალაგოთ ეს ყველაფერი. არ იყოთ დესპოტური ურთიერთობებში, ეცადეთ გამოიჩინოთ დიპლომატიიურობა.


მშვილდოსანი - არაჩვეულებრივი თვეა, რასაც აქამდე აკეთებდით სწორედ აპრილში და მაისში დაინახავთ რომ ყველაფერი ამად ღირდა, სწორედ ახლა დაიდება ის შედეგი რომელსაც ელოდით და კიდევ ერთხელ იტყვით, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა.


თხის რქა - გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ეს თვე დაგარწმუნებთ იმაში რომ შემოუშვათ ახალი კომუნიკაციები.


მერწყული - კარგი თვე იქნება, თუ იქნებით თამამი და არ შეგეშინდებათ საკუთარი უნიკალურობის წარმოჩენის და შეეცდებით გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები.


თევზები - აპრილის პირველი ნახევარი შესაძლოა იყოს რომანტიუული, აპრილის ბოლოს კი შეიძლება იყოს გამოფხიზლების პერიოდი, მოგიწევთ რეალობას გაუსწროთ თვალი. დააკვირდით ყველა შემოთავაზებას, და ინფორმაციას რომელსაც ახლა მიიღებთ თუ გინდათ, რომ თვის ბოლოს მნიშვნელოვან გეგმებზე გახვიდეთ. აპრილი თქვენთვის იქნება ფეივერკული თვე, ძირითადად დადებითი კუთხით. ეცადეთ ემოციურად აკონტროლოთ თავი და არ დაიწყოთ კონფლიქტები.

0
282
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0