საქართველო
"დილით მივიღეთ ასეთი წერილი. რა ხდება...."- რა წერილს ასაჯაროებს შალვა ნათელაშვილი
30 მარტი, 17:31
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ანსამბლ "რუსთავის" ერთ- ერთი მოცეკვავის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულ წერილს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასაჯაროებს, სადაც ავტორი ანსამბლის წევრებზე კულტურის სამინისტროს მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ანონიმად დარჩენილი ხელოვანის თქმით, ანსამბლიდან ბევრი სწორედ მას შემდეგ გაუშვეს, რაც მათ "ტვ პირველის" ჟურნალისტს ანსამბლში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინტერვიუ მისცეს:
"დილით ელფოსტით მივიღეთ ასეთი წერილი.რა ხდება იქნებ აგვიხსნას კულტურის სამინისტრომ.დავიჯერო ქართული ცეკვის ლეგენდა ფრიდონ სულაბერიძე გაუშვეს ანსამბლიდან?
---------------------------------------------------------მინდა, გაცნობოთ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ რუსთავის შესახებ, რომელსაც დაეპატრონა წულუკიანის კლანი. ლეგენდარული ფრიდონ სულაბერიძე გვერდით გასწიეს, ასაკოვანი ლეგენდა აიძულეს, რომ აღარ იაროს რეპეტიციებზე და სამხატვრო ხელმძღვანელად მოუვლინეს დავით შანიძე, თვითონ თეა წულუკიანმა, რომელიც ბრძანდებოდა ანსამბლ რუსთავში და უხეშად ჩაერია აღნიშნულ საკითხში. ანზორ ერქომაიშვილის ხელით დანიშნული ადამიანი, ბატონი გიორგი ნატროშვილი ცუდი მეთოდებით გაუშვეს ანსამბლიდან და ახლანდელი ხელმძღვანელი დავით შანიძე, რომელიც თეა წულუკიანის დედის მოგვარე და ნათესავი გახლავთ, პირადად თეამ დანიშნა. ეს ამბავი ჩვენს დაგრში ყველამ იცის, სატელევიზიოდაც გაშუქდა TV პირველის მეშვეობით, რის შემდეგაც, ვინც ინტერვიუ მისცა არხს, ბევრი გაუშვეს ანსამბლიდან. აწ უკვე დღეს, 29 მარტს ისევ იგეგმება ანსამბლის წევრების გაშვება, განცხადებებს აწერინებენ. გაფიცულები ვართ დაახლოებით 50 წევრი.
პატივისცემით, ანსამბლ რუსთავის მოცეკვავე"- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ადამიანი, რომელიც თავისი დაწყებული საქმის გამგრძელებლად ანზორ ერქომაიშვილმა ანსამბლ "რუსთავში" დატოვა, თეა წულუკიანმა სამსახურიდან გაუშვა. მის ნაცვლად კი მინისტრის მიერ დანიშნულ ერთკაციან აჩევნებში გამარჯვება დავით შანიძეს ერგო. გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანმა ანსამბლის სტაჟიანი მმართველის გაშვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გიორგი ნატროშვილმა დასისთვის მწირი ხელფასების გაზრდა მოითხოვა.