x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როდის და რატომ დაიწყო ქალმა ფეხების გაპარსვა - იცოდით?
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.




image



მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს.




ქალის გაპარსული ფეხების მოდა, მართალია უცნაურად ჟღერს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს შემოვიდა და არა ჰიგიენის მიზეზების გამო.


როდის და რატომ დაიწყო ქალმა ფეხების გაპარსვა - იცოდით?





საქმე იმაშია, რომ მსოფლიო მეორე ომის დროს წინდები/კოლგოტები ძალიან იშვიათი გახდა, წარმოებულმა ნეილონმა სამხედრო ინდუსტრიაში გადაინაცვლა - მაგალითად, პარაშუტების წარმოებაში. კოლგოტების გარეშე სიარული კი სრულიად უხამსი იყო. ქალებმა, როგორც ყოველთვის, იპოვეს გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ფეხებზე კანის დაფერვამდე, ჯერ თმები მოიშორეს საპარსით, შემდეგ კი წინდას დაამსგავსეს, თითქოს ეცვათ. ბევრი სილამაზის სალონი სთავაზობდა ქალბატონებს შესაბამის მომსახურებას. დაარსდა ამ მიზნით საჭირო საქონლის წარმოება - შესაღებავი კრემები, ფანქრები და ხელსაწყოებიც კი, წინდებზე ისრის იმიტაციური ხაზის თანაბრად დასატანად.


imageimageimageimageimage





ომი დასრულდა, წინდები დაუბრუნდა მაღაზიების თაროებს და გაპარსული ფეხების მოდამ საფუძვლიანად გაიდგა ფესვი სამუდამოდ და გახდა ქალის ჰიგიენის სტანდარტი.




image



0
100
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0