ფეხბურთი "ფეხბურთი კარგია, მაგრამ დამარცხებული და წაქცეული ქვეყანა ვართ, სააკაშვილი ვივა მედში გვყავსო"-ვის გულისხმობს ამირან სალუქვაძე? 30 მარტი, 16:30 "დაპირებისამებრ, ფეხბურთის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს შევაჯამებ.
შენიშვნა: უკაცრავად, დიდი ტექსტი გამოვიდა. დაგროვდა ამ 3-4 დღეში.ახლა წავიკითხე, ეკა წამალაშვილმა დაწერა, ფეხბურთი კარგია, მაგრამ დამარცხებული და წაქცეული ქვეყანა ვართ, სააკაშვილი ვივა მედში გვყავსო. წაქცეულიცაა და დაქანებულიც. თამაშის შესახებ ცალკე დავწერ მოკრძალებულ აზრს.
ცოტა შორიდან დავიწყოთ. რამ გაანერვიულა კოლექტიური ნაცმოძრაობა და რატომ მოაწყვეს საინფორმაციო შტურმი და პროვოკაციები? დაინახეს კიდევ ერთი წარმატებით გამოწვეული საყოველთაო სიხარული, რომელიც ჩაიწერებოდა "ქართული ოცნების" აქტივში.
ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, შემდეგ კი, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ჯერ ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი ხელისუფლების აქტივში წავიდა.
ამას დავუმატოთ ადუღებული მსოფლიოს ფონზე, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და მეოთხე წელი ზედიზედ ეკონომიკური ზრდა, აქედან ორი წელი ორნიშნა. ეს მსოფლიო ბანკის შეფასებაა. ესეც ოპოზიციის სანერვიულო თემაა.
ხალხმა დაინახა, რომ ოპოზიციის ხმაური სტატუსთან დაკავშირებით, ცრუ აღმოჩნდა. მეტიც, ოპოზიციის მავნებლობაც გამოაშკარავდა.
საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ, საზოგადოებაში ზემოთ ჩამოთვლულ ევროპულ წარმატებებზე მეტი მუხტი და სიხარული გამოიწვია.
ყველანაირი პოზიტივი, ისევე როგორც ნეგატივი, გროვდება და ხელისუფლების აქტივში ან პასივში მიდის.
საარჩევნო წელს ამოდენა სახალხო ზეიმი, რომელიც მთავრობას მიეწერებოდა, კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის პირდაპირი საფრთხე იყო და დღემდე რჩება. ამიტომ დაირაზმნენ ერთი "მესიჯბოქსით".
პირველად ხდება ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების ინტერესების საბოტაჟირება? ხომ გაირკვა მათი მავნებლობა ასოცირების, უვიზო მიმოსვლის და კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ?
ოპოზიციამ ხელი ვერ შეუშალა საქართველისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ამიტომ, იმისათვის, რომ სტატუსის მიღება ხელისუფლების აქტივში არ წასულიყო, მოიფიქრეს ხაზი, თითქოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია, სტატუსი კი ხალხმა დაიმსახურა და ხალხს მიანიჭეს.
თურმე საკმარისია ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და სტატუსს მოგცემენ. ორ კითხვას ვსვამ თვეებია, მაგრამ არ იმჩნევენ:
1. თუ მთავრობა არაფერ შუაშია, რეფორმების გატარებას მნიშვნელობა არ ჰქონია, მაშინ რატომ ითხოვდით სტატუსის მიღების წინ და რატომ ითხოვთ ახლა 9 დათქმის შესრულებას მთავრობისგან? ხალხს გაუხსნიან მოლაპარაკებებს. რატომ ნერვიულობს ოპოზიცია?
2. თუ ხალხის ნება და დამსახურება იყო საკმარისი სტატუსის მისაღებად, ახლაც გაგვიხსნან მოლაპარაკებები, თუ ხალხი აღარ იმსახურებს?
რატომ გავიხსენე სტატუსის თემა?! ზუსტად იგივე მოიგონეს ფეხბურთთან მიმართებაში მთავრობის როლის დასაკნინებლად: მთავრობა არაფერ შუაშია, გუნდმა და გულშემატკივარმა მოიგესო.
მათი ჭკუით მომგებიან პოზიციაში არიან: ისინი როცა ამტკიცებენ, მთავრობა რა შუაშია, პენალტების დარტყმაში დაეხმარნენ აღებაშიო, ვინ დაიწყებს საპირისპიროს მტკიცებას?
სხვაგვარად დავსვათ კითხვა. ვინმე ხელისუფლებიდან შეეცადა ფეხბურთელების დამსახურების დაკნინებას? არა, პირიქით, მთელი საღამო გმირესბს უწოდებდნენ და ჯილდოზე წარადგინენ.
ოპოზიციამ მარტივი სვლა გააკეთა. რაღამც ოცნების ლიდერები და მთავრობის წევრები რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდნენ, დააბრალეს ფეხბურთელების გამარჯვების მიტაცება. სექტის ბრბო მსგავსს იოლად ყლაპავს.
მოდით კიდევ უფრო სხვა რაკურსით შევხედოთ ორი ვარიანტი განვიხილოთ:
1. პრემიერი რომ არ მისულიყო სტადიონზე, რა მოხდებოდა? თუ წავაგებდით, დააბრალებდნენ ასეთ მნიშვნელივან თამაშზე არ მივიდა და მხარი არ დაუჭირაო. თუ მოვიგებდით, იტყოდნენ მთავრობა ხალხის ზეიმს არ იზიარებსო.
2. თამაშის მოგების შემდეგ, პრემიერი რეაპუბლიკის მოედნის ნაცვლად, სახლში რომ წასულიყო, ოპოზიცია რას იტყოდა? ხომ გაქვთ წარმოდგენილი?
მოვლენები კი ასე განვითარდა. ირაკლი კობახიძემ ჯერ გუნდის გასამხნევებლად ვიდეო ჩაწერა და გამოაქვეყნა. ორგანიზება გაუკეთეს სრულ საინფორმაციო მხარდაჭერას. ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და სხვები, დაესწრნენ თამაშს. მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა, რომ ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე ნახავდნენ თამაშს იმ მოქალაქეებთან ერთად, რომლებსაც ბილეთები არ ერგოთ.
ახლა ოპოზიციას ვუსვამ რამდენიმე კითხვას:
1. ცუდად მოიქცნენ ხელისუფლების ნაწილი სტადიონზე რომ წავიდა და ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე?
2. ხელისუფლებამ გარანტირებულად იცოდა, რომ მოიგებდნენ და მოგებას თავის ყულაბაში ჩაიწერდნენ და მაგიტომ დაესწრნენ? რომ წაგვეგო?
3. თამაში რომ მოვიგეთ და ოცნების ლიდერები სახლებში წასულიყვნენ, ნორმალური საქციელი იქნებოდა?
4. გუნდის მიყვანა რესპუბლიკის მოედანზე მთავრობის ინიციატივა იყო. გუნდი ხალხთან მიიყვანეს და სცენაზე არ უნდა ასულიყვნენ?
5. მთელ მსოფლიოში მთავრობის მისალმება სპორტსმენებთან საპატიოდ ითვლება და ჩვენს ოპოზიციას ესმის მხოლოდ უკუღმართად?
6. კომენტᲠებს აკეთებდნენ, ღირსების ორდენის მინიჭება პრეზიდენტის პრეროგატივაა, მთავრობა რა შუაშიაო? საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 ჯილდოების მინიჭების წესი არ წაგიკითხავთ?
7. მესმის, რომ ამდენი წარმატება სპორტში ადრე არ ყოფილა, მაგრამ სააკაშვილის დროს რომ მომხდარიყო იგივე. სცენაზე არ ავიდოდა?
8. პრემიერი და მერი რომ არ ასულიყვნენ სცენაზე, არ მიელიცათ ფეხბურთელებისთვის, ბიჭებს არ ეწყინებოდათ?
9. ევროპის ჩემპიონატზე რომ ვერ გავსულიყავით, დააბრალებდით თუ არა ფეხბურთის ფედეეაციას და ქართულ ოცნებას? თქვენ არ იყავით კვარას ყვითელის გამო კობიაშვილი ჯვარს რომ აცვით? თუ მხოლოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, ყველამ თავის ყვითელს მიხედოს?!
ვერავინ ვერასდროს დააკნინებს კონკრეტული სპორტსმენის დამსახურებას, რომელიც ირჩევს სპორტის რომელიმე სახეობას და დაუღალავი შრომით აღწევს წარმატებას. ეს არც უცდია ვინმეს.
მაგრამ სპორტი მთავრობის საქმიანობის ისეთივე სფეროა როგორც განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, თავდაცვა და სხვა.
შესაბამისად, სპორტი პოლიტიკოსთა საქმიანობის ნაწილია და, აქედან, პოლიტიკის ნაწილიცაა.
წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო "ყველანი ციხეში", 300 ათასი პრობაციონერი, სტადიონების დანგრევა. ამ ხელისუფლების პოლიტიკაა, დიახ, პოლიტიკაა, ფეხბურთის და რაგბის სტადიონების, საფეხბურთო ბაზების, აკადემიების და სკოლების, სპორტული კომპლექსების, საცურაო აუზების მშენებლობა.
ძალიან მოკლედ, რა გაკეთდა
2012-2018 წლის მონაცემებით აშენებული და რეაბილიტირებულია უეფა-4 სტანდარტის 11 სტადიონი. ახლა მეტი იქნება.
ფეხბურთი ინდუსტრიაა, რომელსაც ძალიან დიდი ბიუჯეტი სჭირდება. ჩვენნაირ ქვეყანაში სახელმწიფოს მხარდაჭერის და დაფინანსების გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ამას პირდაპირ ამბობს ფიფაც და უეფაც. ზუსტად ამიტომ გაესვა ხაზი უეფას მოლიცვაში სახელმწიფოს როლსაც.
ქვეყანაში აშენდა ათობით საფეხბურთო აკადემია და სკოლები. რეგიონებში უკვე გაჩნდა დახურული სავარჯიშო კომპლექსები. ადრე ბავშვებს ელემენტარულად დუშის მიღების საშუალება არ ჰქინდათ. ფორმაზე საუბარი აღარაა. ახლს გარემონტებული გასახდწლები, საშხაპეები, ფორმა, ბურთები და ა.შ. ყველგან შეიძლება არაა ერთნაირად, მაგრამ უფრო პერსონალური პრობლემებია. ამ ეტაპზე არ შევალ დეტალებში.
ჩემი მეგობარი თბილისის დინამოს კლუბიდან. გია ისიანი მიყვება დინამოს აკადემიის ამბებს. მოსახლეობას, გულშემატკივრებს წარმიდგენა არ გვაქვს რა ხდება აკადემიებში, სკოლებში, კერძოდ დიბამოში, როგორ პირობებში იყვნენ ადრე და ახლა როგორ პირობებში არიან ბავშვები (განთავსება, კვება, ფორმები, წვრთნები), როგორ ხდება მათი შერჩევა, როგორ ეხმარება აკადემიებს ფედერაცია, სახელმწიფო, სხვადასხვა ფონდები, მათ შორის თბილისის მერის და ა.შ.
პარასკევს მიხეილ ყაველაშვილმა ასეთი ციფრები დაასახელა. 2003-დან 2012 წლამდე ფეხბურთით დაკავებული ბავშვების რაოდენობა 17 ათასიდან 12 ათასამდე შემცირდა. დღეს საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებში დაკავებულია 45 ათასი ბავშვი, რაც თითქმის გაუტოლდა საბჭოთა პერიოდს.
ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება გაიზარდა 40-ჯერ.
გუშინ გამოვაქვეყნე ნაკრების 9 წამყვანი ფეხბურთელის სია, რომლებიც დინამოს აკადემიის აღზრდილები არიან. მათი საშუალო ასაკი 22-24 წელია (2012 წელს იყვნენ 12-14 წლის. ეს ისე...). სანამ ახმაურდებიან ოპოზიციის აქტივისტები, ჯერ გაარკვიონ როგორ მოხვდნენ ეს ახალგაზრდები დინამოში, მანამდე სად და რა პირობებში უწევდათ წვრთნები, დინამოს მესაკუთრის გარდა როგორ ეხმარება სახელმწიფო დინამოს აკადემიას და ა.შ.
რაგბის წარმატება იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 სარაგბო კომპლექსის აშენება და გარკვეული პერიოდის მანძილზე ფედერაციის დაფინანსება? ხომ აქვთ ძველ მირაგბეებს მინაყოლი რა პირობებში უწევდათ ვარჯიში?!
ადრე დავწერე. ჰქონდათ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას შანსი ცოტა ადრე დაეწყოთ ფეხბურთისთვის ყურადღების მიქცევა. არ მოისურვეს. ვითომდა ფეხბურთისთვის ფულზე მიადგნენ ბიძინას. ბიძინა ივანიშვილმა უთხრა გამოგიყოფთ 100 მილიონს, ოღონდ თანხებს ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი განკარგავსო. გაქრნენ. რატომ?
ადრე ჰქონდა გამოცდილება და ამიტომ არ ენდო. განათლებაზე გამოყოფილი 80 მლნ დოლარი არა უბრალოდ გაფლანგეს, არამედ გააქრეს. შემდეგ მეორედ დაეხმარა და მთელი სკოლების რემონტი, მათი ინვენტარით და კომპიუტერებით აღჭურვა, რაც სააკაშვილმა მიიწერა, მაგ ფულით გაკეთდა.
მაშინ არ ყვიროდით გამიჯნეთ განათლება და პოლიტიკაო?!
ვაშლიჯვარში მილი რომ გასკდა, მთავრობას და მერს აბრალებდნენ. ნაკრების წარმატება, რაშიც სახელმწიფოს წვლილს უეფა აღიარებს, მთავრობას არ ეხებაო. სასწაული ლოგიკაა.
რომელიმე პოლიტიკოსმა თქვა პენალტის აღებაში ან დარტყმაში დავეხმარე, ან 120 წუთი ჩვენ დავრბოდით, ან თამაშის დროს რჩევებს ვაძლევდითო?
სხვათაშორის, ადრე მწვრთნელის შერჩევის გამო არ ლანძღავდნენ ფედერაციას და მთელ ხელისუფლებას?
ე.ი. კოლექტიური ნაცმოძრაობის ლოგიკით, ხელისუფლებამ და ფედერაციამ ასეულობით მილიონი უნდა გამოჰყოს ფეხბურთის განვითარებისთვის, სტადიონები, ბაზები, აკადემიები და სკოლები უნდა ააშენოს, საერთაშორისო ტურნირებზე ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა გაგზავნოს, მათ განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს, ნაკრების მწვრთნელი შეარჩიოს, წაგების შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და, თუ წარმატებას მიაღწიეს, უნდა თქვან ჩვენ არაფერ შუაში ვართო და დაიმალონ?
ახლა რაც შეეხება რა ხდება მსოფლიოში? მსოფლიო ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, არგენტინის პრეზიდენტმა მიიღო. ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები ჯერ იტალიის პრეზიდენტმა მიიღო, შემდეგ პრემიერმა. ვინმეს აზრად მოუვიდა ბრალი დაედოთ გუნდების წარმატების მიწერა მოინდომესო?
მთავრობამ რუსთავში უზარმაზარი სპორტული კომპლექსი რომ გახსნა და თოფურია მიიწვია, მაშინ რატომ არ ახმაურდით, რა შუაშია პრემიერიო? არც ღირსების ორდენზე წარდგენის გამო ამოგიღიათ ენა.
ჩერგოლეიშვილმა, ახლა რომ ანტინაცობს, ყველას გადაუჯოკრა: კობახიძე რუსეთისკენ მიგვაქანებსო.
ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი პრორუსული პოლიტიკა რომაა, გავიგე. ამერიკული კანონიც რომ რუსული ყოფილა, ესეც დავიჯერე. მაგრამ უეფას ორგანიზებული ჩემპიონატიც რუსულია? გადავამოწმოთ კარგად, რაიმე არ შეგვეშალოს, მართლა გერმანიაში ხომ ტარდება?
ამდენი ბოღმა რომ არ ამოგეფრქვიათ, ოპოზიცოას აქცენტი ფეხბურთელებზე გადაგეტანათ, ხელისუფლების მონაწილეობა სახალხო ზეიმში ჩვეულებრივ რიგით მოვლენად დარჩებოდა. ახლა ყველა უთოდან გავრცელდება რა გაკეთდა ამ წლებში ქართულ ფეხბურთში და სპორტის სხვა სახეობებში.
რაც შეეხება ჩვენი ნაკრების თავდადებულ თამაშს ბერძნებთან და ზოგადად ნაკრების აღმავლობას, არავის უცდია გუნდის დაჩრდილვა. პირიქით, ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოზე წარადგინეს, რაც მათი დამსახურების აღიარებაა.
წინ ევროპის ჩემპიონატია. მთელი საქართველო კიდევ უფრო მეტი ენერგიით ვუგულშემატკივრებთ. გერმანიაში კი ფედერაციაც უნდა ჩავიდეს და მთავრობაც, როგორც ამას სხვა ქვეყნების ლიდერები აკეთებენ.
პირველი პირების თამაშებზე დასწრება, შემდეგ მოსახლეობასთან ერთად ზეიმი, მთელ მსოფლიოში სპორტის მხარდაჭერად და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციად ითვლება. ამასაც ახსნა სჭირდება?
მაქსიმუმ ერთ-ორ წელში, ახალ გვარებს გაიგებენ ფეხბურთის მოყვარულები. საფეხბურთო აკადემიებში ბევრი ტალანტი იზრდება. ზოგიერთი მსოფლიოს აალაპარაკებს.
ყველას შეგიძლიათ თქვენს ქალაქებში მიხვიდეთ სკოლებსა და აკადემიებში და ნახოთ რა ხდება. ვერ შევედრებით ბარსელონას, რეალს და სხვა დიდ კლუბებს. ზოგიერთს ჩვენი სახელმწიფოს ტოლფასი ბიუჯეტი აქვთ. ერთ ფეხბურთელში იხდიან მთელი ჩვენი ფედერაციის ბიუჯეტს, ხან ბევჯერ მეტს. ამიტომ მხოლოდ სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი შემდგომი წარმატებები. ვისაც არ გესმით, გაჩუმდით მაინც და ხელს ნუ უშლით."-წერს სოციალურ ქსელში ბრიგადის გადამდგარი გენერალი და სამხერდო სპეციალისტი ამირან სალუქვაძე.
103 2-ს მოსწონს 1-ს არა
|