მოვლენები 2000-იანების ტოპ - 8 ტრენდი, რომელიც დღემდე უხერხულობის განცდას ბადებს 29 მარტი, 22:10 დრო მიდის და მასთან ერთად მოდის ტენდენციებიც იცვლება. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ბევრი რამ შეიცვალა. თავაშვებული წვეულებების მოყვარული გოგონები სამაგალითო და ბედნიერი დედები გახდნენ, წარბი-ძაფები გასქელდა, საყვარელი კლუბები დაიხურა და ჯინსების წელიც უფრო მაღლა აცოცდა. ახალ თაობას დღეს სრულიად განსხვავებული კერპები ჰყავს, სილამაზის განსხვავებული სტანდარტებითა და გამორჩეული სტილის შეგრძნებით. ზოგჯერ უკან მოხედვისას, საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ეს ყოველივე მართლა გვეცვა და თან თავი "მაგარ" გოგოებადაც მოგვქონდა? 2000 იანების მოდა დღეს უკვე გაოცებისა და გულწრფელი ღიმილის გარდა სხვას არაფერს იწვევს. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე გაგახსენოთ "გლამურული 2000-იანების" რამდენიმე საინტერესო და სახალისო ტრენდი, რომელსაც ყველა "თავმოყვარე" ქალბატონი მისდევდა.განიერი ქამრები
ხავერდის სპორტულებიშარვლიდან ამოწეული ტანგაფეხსაცმელი პლატფორმებსა და "შპილკებზე"დაბალწელიანი ჯინსებიულტრა - მინი ქვედაბოლოებინარინჯისფერი რუჯიძაფივით წვრილი წარბები417 შეფასება არ არის |