x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139100
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512623
ჰოლივუდის ყველაზე "ამოუცნობი საქმე"

"საბოლო ჯამში, არავის, არასდროს, არაფერი ეცოდინება ამ ამბის შესახებ'' - კრისტოფერ უოკენი, ნატალი ვუდის მისტიკური გარდაცვალების თაობაზე.


ცხოვრება ძალზე ირონიული რამაა, რაზეც შემდგომი ფაქტიც კი მეტყველებს: "მე ამ კაცს ცოლად გავყვები'' უთხრა, 14 წლის, ნატალი ვუდმა დედამისს, რობერტ ვაგნერის პირველად დანახვის შემდეგ, რა ოცნებაც მას წლების შემდეგ აუხდა, კიდევაც, როდესაც მან მასზე ორჯერ იქორწინა: 1957 და 1972 წელს.

image(ვაგნერი და ვუდი.)


მათი ცნობილი ურთიერთობა, მათ, "ოქროს წყვილად''-აც კი აქცევდა "ჰოლივუდი''-სა და უამრავი ხალხის თვალში. მათი ურთიერთობა კი ერთ-ერთ ყველაზე იდეალურ და მისაბაძ ურთიერთობად ითვლებოდა, ერთ საბედისწერო შემთხვევამდე..



80-ინი წლების დასაწყისში, უოკენი და ვუდი მონაწილეობას იღებდნენ ფილმ "შტორმი ტვინში'' და ერთ დღესაც ვუდმა და ვაგნერმა გადაწყვიტეს ვუდის ეკრანული პარტნიორი მათთან ერთად იახტაზე დაეპატიჟებინათ, რა მოწვევაზეც უოკენი მათ, სიამოვნებით, დათანხმდა. თუმცა, როგორც ჩანდა, ვაგნერი ეჭვიანობდა უოკენისა და ვუდის ურთიერთობის შემყურე და არსებობს ღრმა საფუძველი იმის საფიქრელადაც კი, რომ ვუდსა და ვაგნერს ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სერიოზული კამათიც კი მოუვიდათ (ეს შემდგომში გემის კაპიტანმაც კი დაადასტურა, რომელიც უბედური შემთხვევის დროს, ამ სამ პირთან ერთად, იმყოფებოდა იახტაზე).

image(უოკენი და ვუდი.)


საღამოს კი ნატალი ვუდი, რომელსაც წყლის დიდი შიში ჰქონდა, წყალში ჩავარდინილი და დამხრჩვალი იპოვეს. ბევრის აზრით, ვუდი უბედურ შემთხვევას კი არ შეეწირა, არამედ, იგი, თავად, მისმა მეუღლემ მოკლა და ამ ყველაფერს უოკენი ან შეესწრო ან უბრალოდ, ვაგნერს ხელი დააფარა, რათა, საბოლოო ჯამში, მის კარიერასაც არ მისდგომოდა ზიანი.

image

(ნატალი ვუდი, რომელსაც წყლის დიდი შიში ჰქონდა, იახტაზე.)


დიდი გამოძიების ჩატარების შედეგად, საქმეს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიენიჭა (მიუხედავად იმისა, რომ ვუდის სხეულზე არაერთი ჩალურჯება იქნა აღმოჩენილი).

image(ვაგნერი და ვუდი, საბედისწერო შემთხვევამდე, ცოტა ხნით ადრე.)


აღსანიშნავია ისიც, რომ საქმე 2011 წელს ისევ განახლდა, თუმცა, შედეგი მაინც იგივე დარჩა.


ბევრი ამბობს, რომ უოკენი და ვაგნერი ამ საიდუმლოებით მოცულ საქმის დეტალებს თავიანთ საფლავებში გაიყოლებენ და ალბათ, საბოლოო ჯამში, სწორედაც, რომ ასე მოხდება.


ამ ამბის შემხედვარე, ჩვენც კი გაგვიჭირდება დასკვნების გამოტანა, რადგან ყველა, ჩვენს მიერ გამოტანილ, დასკვნაში შეიძლება, როგორც სიმართლის, ისე სიცრუის ნაპერწკალის პოვნა.. თუმცა, ერთი რამ, სამწუხაროდ, შეუცვლელი რჩება, დღევანდელ რეალობაშიც კი, ასეთი ტიპის ამოუცნობი უბედური შემთხვევების მსხვერპლები, უმეტეს წილად, სწორედ, ქალები ხდებიან.. დასკვნების გამოტანა კი, თავად, თქვენთვის მომინდია..



0
173
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0