x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
დედამიწას „ეშმაკის“ კომეტა უახლოვდება: სად და როდის დავაკვირდეთ 2024 წელს
იშვიათი „ეშმაკის“ კომეტა პირველად საუკუნის განმავლობაში დედამიწას გადაუფრენს და ხილული იქნება მზის დაბნელების დროს, რომელიც 2024 წლის 8 აპრილს მოსალოდნელია.



ბოლოს პონს–ბრუკსი მზეს 1954 წელს მიუახლოვდა. მაშინ მისი გამოჩენა ნამდვილ სენსაციად იქცა.



მისი ამჟამინდელი გამოჩენა მზის დაბნელების დროს რაღაც „ფონურ ვარსკვლავად“ აქცევს, თუმცა არ აკლებს მის შთამბეჭდავ კოსმიურ მასშტაბებს.



კომეტა პონს–ბრუკსი ცაში

image


ფრანგმა ასტრონომმა ჟან–ლუი პონსმა პირველად ნახა კომეტა 1812 წელს, მაგრამ 1883 წელს ამერიკელმა ასტრონომმა უილიამ ბრუკსმა შემთხვევით ხელახლა აღმოაჩინა.



მისი ზომა შთამბეჭდავია. კომეტის დიამეტრი 17 კმ–ია. შედარებისთვის, ჰალეის კომეტის სიგრძე 15 კმ–ია, ხოლო ასტეროიდი, რომელმაც, სავარაუდოდ, დინოზავრები გაანადგურა, ზომაში დაახლოებით 10 კმ–ს აღწევდა.



კომეტა პონს–ბრუკსი პერიოდული კომეტაა, რომელიც მზის გარშემო რეგულარულად ბრუნავს და მზის სისტემას დაახლოებით 70 წელიწადში ერთხელ სტუმრობს. ასე ახლოს ისევ მხოლოდ 2095 წელს აღმოჩნდება.



შთამბეჭდავი ზომის მიუხედავად კომეტა ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. დედამიწასთან მაქსიმალური მიახლოება 2024 წლის 2 ივნისს მოხდება, ჩვენგან 232 კმ–ის დაშორებით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დედამიწიდან მზემდე მანძილს (დაახლოებით 150 მლნ კმ).



image

კომეტას უწოდეს „ეშმაკის“ თავისებური გარეგნობის გამო. კომეტა კრიოვულკანური ობიექტია: მისი ყინულოვანი ზედაპირი პერიოდულად ფეთქდება მზის სითბოს გავლენით.



ერთ–ერთი ასეთი ამოფრქვევა მოხდა გასული წლის ივლისში, როდესაც კომეტამ ისროლა ნაკადები, რომლებმაც კომეტას ეშმაკის რქების ფორმა მისცა.



ასევე თანამედროვე ასტრონომებმა შენიშნეს კომეტის მსგავსება ჰან სოლოს ლეგენდარულ ხომალდთან „ვარსკვლავური ომებიდან“ და შეარქვეს „ათასწლიანი შავარდენის კომეტა“.



სად ვნახოთ კომეტა პონს–ბრუკსი 2024 წელს?

image

ამჟამად კომეტას შეგიძლიათ დააკვირდეთ ბინოკლით საღამოს საათებში, ჰორიზონტზე დასავლეთის ან ჩრდილო–დასავლეთის (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში) მიმართულებით.



ახლა ანათებს 5, 2 მაგნიტუდაზე, რაც უფრო კაშკაშაა, ვიდრე პლანეტა ურანი. მაშინაც კი, თუ გამოუცდელი ასტრონომი ხართ, მის დანახვას შეძლებთ.



ჩვეულებრივ, კომეტა პონს–ბრუკსი ზედმეტად მკრთალია დღისით დასანახად, მაგრამ მზის სრული დაბნელების დროს, 2024 წლის 8 აპრილს, კომეტა სიბნელიდან შეიძლება გამოჩნდეს.



21 აპრილს მოსალოდნელია პერიჰელიონის, მზესთან უახლოესი წერტილის მიახლოება და ამ თარიღთან ახლოს ცაში უფრო მკვეთრად გაანათებს.



უკვე 2024 წლის 2 ივნისს კომეტა დედამიწას მიუახლოვდება მინიმუმ 230 მლნ კმ მანძილზე, რაც თითქმის 1, 5–ჯერ აღემატება დედამიწიდან მზემდე მანძილს.



ასევე დაგაინტერესებთ:

დედამიწაზე – 0, 5 მ, მირანდაზე – 57 მ. ნახტომის სიმაღლე სხვადასხვა პლანეტაზე

დედამიწის სურათები სხვადასხვა დისტანციიდან: 10 ფოტო, რომელიც თქვენი არსებობის გადახედვას გაიძულებთ

ცეცხლოვანი პლაზმის ძაფები და დედამიწის ზომის ლაქები: მზის ახალი ფოტოები


0
67
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
67