საზოგადოება
"დღეს დილას გავხსენი და ორი ლიტრა ცრემლი დავტოვე"- რას წერს ბაია პატარაია
28 მარტი, 10:16
უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გამოწვეულ საერთო სიხარულს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ეროვნული ნაკრების მეკარისა და მატჩის ერთ - ერთი მთავარი გმირის, გიორგი მამარდაშვილის მიმართ ემოციებს ვერ მალავს:
"გუშინ გამარჯვების მოლოცვის მერე ფბ-ში აღარ შემომიხედავს, დღეს დილას გავხსენი და ისეთი ვიდეოები და პოსტები დამხვდა, ორი ლიტრა ცრემლი დავტოვე. ბევრი, ბევრი ასეთი თავდაჯერებული და დამსახურებული გამარჯვება ჩვენ!სუ ევროპებში გვეშრიალოს.პ.ს. ეს მამარდაშვილი კიდე რანაირი ზევსივით ბიჭია"- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა, რომელიც პენალტების სერიით 4:2 დაამარცხა და "ევრო - 2024"-ის საგზურიც მოიპოვა.