x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
დათვი გრიზლის თავდასხმის შემდეგ მონადირეს "პატარა ზვიგენი" დაეხმარა, რომ თვითმკვლელობა გადაეფიქრებინა
image

სიმღერა "პატარა ზვიგენმა" გადაარჩინა მონადირე მოსალოდნელ სიკვდილს დათვი გრიზლის თავდასხმის შემდეგ.


კანადელმა მამაკაცმა დათვს სუსტი ადგილი აღმოუჩინა, რომელიც მას თავს დაესხა და გადარჩა.




კანადელი მამაკაცი გრიზლის თავდასხმას გადაურჩა. ის საბავშვო სიმღერამ "პატარა ზვიგენზე"(Baby Shark) გადაარჩინა, იუწყება Metro.



38 წლის ჯერემი ევანსი სანადიროდ წავიდა შორეულ კლდოვანი მთებში. იქ მას მოულოდნელად აგრესიული დათვი დაესხა თავს. ნადრიმა ბრჭუყალებით მონადირეს კანი და კუნთები გამოგლიჯა, შემდეგ თავის ქალას კბილებით ჩაეჭიდა და როგორც თვითონ დაზარალებული იხსენებს დაიწყო ღრღნა ძაღლივით.


საბოლოოდ, ევანსმა მოახერხა რბილი, დაუცველი ადგილის პოვნა მტაცებლის მუცელზე, რომელიც მას თავს დაესხა. როცა შეძლებისდაგვარად შეაჭირა, დათვი პანიკაში ჩავარდა და გაიქცა.


"ვიპოვე ხორცის ნაჭერი ჯაგარით და ჩემი ულვაშის ნაწილით. შემდეგ ვიპოვე კიდევ ერთი უფრო დიდი ნაჭერი, რომელიც მყარ ხრტილს ჰგავდა. ეს იყო ჩემი ყურის და სკალპის ფრაგმენტი. ავიღე ისინი, დავიჭირე ხელში და ვფიქრობდი, რომ ამას ვერ გადავურჩებოდი. რამდენიმე ვარიანტი მქონდა. ვცადო გაუძლოთ აუტანელს? ან დაავასრულო ყველაფერი?"


ჯერემი ევანსი-მონადირე




ევანსს სურდა თვითმკვლელობა, მაგრამ ვერ შეძლო. მერე გადაწყვიტა ტელეფონზე მუსიკა ჩაერთო და ძალა მოიკრიბა. პირველმა დაუკრა საბავშვო სიმღერამ " Baby Shark", რომელსაც მისი პატარა ქალიშვილი წინა დღეს უსმენდა. ოჯახზე ფიქრმა გაამხნევა მონადირე. მან თავიდან ამოიგდო ცუდი ფიქრები, ძალები მოიკრიბა, მოახერხა ადგომა, მანქანამდე მისვლა და უახლოეს ტურბაზამდე მიაღწია.

image

იქიდან ის ვერტმფრენით საავადმყოფოში გაგზავნეს. ოპერაცია 13 საათს გაგრძელდა, ქირურგებმა ყველაფერი გააკეთეს ევანსის სახის გადასარჩენად. კანადელი გადარჩა და წიგნიც კი დაწერა თავისი გამოცდილების შესახებ.


0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0