x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ალა პუგაჩოვა: "ნორმალური ადამიანი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებენ"

image


ალა პუგაჩოვამ თავის Instagram გვერდზე, რუსეთიდან წასულ ვარსკვლავებთან დაკავშირებით, სტას მიხაილოვის კრიტიკას უპასუხა. ამ უკანასკნელმა, ცოტა ხნის წინ თქვა, რომ «ქვეყნიდან გაქცეული ვარსკვლავები, უკან დაჩოქილები მოხოხდებიან».

«სტას მიხაილოვო, რა გჭირს? ნორმალური ადამიანები მანდ (რუსეთში) დაბრუნებას არ აპირებენ. ასე, რომ, მიდი, «დაახვიე» – ფული გამოიმუშავე... სანამ შეგიძლია», – წერს ემიგრაციაში წასული მომღერალი.

როგორც კი, პუგაჩოვას კომენტარი სოციალურ ქსელში გამოჩნდა, დუმის დეპუტატმა ალ. ჟურავლიოვმა კოლეგებს, მომღერლის «უცხოურ აგენტად» გამოცხადებისკენ მოუწოდა, «რომ მან, რუსეთიდან ფულის მიღება ვეღარ შეძლოს».

«მოვითხოვ, სირცხვილ დაკარგული პუგაჩოვა, ბოლოს და ბოლოს, უცხოურ აგენტად ვაღიაროთ, რომ აქედან, საავტორო გადარიცხვები არ მიიღოს... და მაშინ ნახავთ, მოსანანიებლად და პატიების სათხოვნელად მოხოხდებიან, ისე როგორც, ეს მიხაილოვმა იწინასწარმეტყველა, მაგრამ უკვე გვიან იქნება...».
დეპუტატის თქმით, – «ყველა ნორმალური ადამიანი, ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში, რუსეთში იმყოფება... და კარგიც არის, რომ მოღალატეები და მატყუარები, სპეცოპერაციამ, როგორც ქაფი, გარეთ «გაიტანა».
სახელმწიფო გაწმენდილია პარაზიტებისგან, რომლებიც ათწლეულების მანძილზე, რუსეთის მოქალაქეების ჯიბეებს აცარიელებდნენ... და ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს», – აცხადებს დეპუტატი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 კრიმინალური გამოცანა, ერთი დეტექტივის პრაქტიკიდან (პასუხები აქვს)

* კატები – ჩვენი ოჯახის "კუდიანი" წევრები (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)

* 7 ფაქტი ძველი რომის შესახებ, რასაც სკოლაში არ ასწავლიან

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
216
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0