x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
წარსულის ლამაზმანები, რომლებზეც მამაკაცები ჭკუას კარგავდნენ

image


გოგონები, რომლებიც სილამაზის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებას ცდილობენ, წარსულში საზოგადოების აღფრთოვანებას ძნელად თუ შეძლებდნენ. მე-20 საუკუნეში ქალის მიმზიდველობაზე თავისებური შეხედულება არსებობდა. ბუნებრიობა სათანადოდ ფასდებოდა, ხოლო მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ერთადერთი სურვილი ამოძრავებდათ - ყოფილიყვნენ უნიკალურები და თვითმყოფადები, ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო წარსულში ამდენი განსხვავებული, თუმცა ერთნაირად მიმზიდველი და ეშხიანი ქალბატონი. დღევანდელ სტატიაში მსურს გაგახსენოთ ის ცნობილი მსახიობები, მოდელები და სპორტსმენები, რომელთა ეკრანზე ყოველი გამოჩენა მამაკაცებს წლების წინაც კი გულს უჩქარებდა, ხოლო ზოგიერთი მათგანის შარმი და მიმზიდველობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში სექსუალურ ფანტაზიებს დღემდე აღძრავს.




ჯენა დე როსნეი


image



ჯენა - ჩვეულებრივი მოდელი არ გახლავთ. მან შვიდჯერ დაამყარა სიჩქარის ნაოსნობის რეკორდი, ხოლო როდესაც სპორტული კარიერა დაასრულა, დე როსნეი საცურაო კოსტიუმების შექმნით დაკავდა.




ელიზაბეტ მონტგომერი


image


ეს ამერიკელი მსახიობი ცნობილი გახდა რეჟისორ უილიამ ეშერის ფილმით "მოჯადოებული". ელიზაბეტი არა მხოლოდ საოცარი სილამაზით, არამედ უნიკალური იუმორის გრძნობითაც გამოირჩეოდა.






კიმ ნოვაკი



image

ეფექტურ მოდელ კიმ ნოვაკს სინამდვილეში მერლინი ერქვა, თუმცა გოგონას ფსევდონიმის აღება აიძულეს, რათა ის იმ პერიოდის ასევე ცნობილ ვარსკვლავთან - მერლინ მონროსთან არ არეოდათ.






ები ლეინი


image


ები ლეინი მსახიობი, მოცეკვავე და მოდელი გახლდათ. ყველაზე ხშირად მას, როგორც უნაკლო ფიგურის მქონე გოგონას, საცურაო კოსტიუმებში პოზირებას სარეკლამო რგოლებისთვის ანდობდნენ.




ჯინა ლოლობრიჯიდა


image


იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა, თუმცა რეჟისორებმა ასეთი ლამაზმანის ხელიდან გაშვება ვერ შეძლეს. ასე აღმოჩნდა იტალიური კინოს მშვენება კინოინდუსტრიაში.




ავა ნორინგი


image


ამერიკელი მსახიობი ავა ნორინგი მაყურებელმა "კილიმანჯაროს თოვლიან მთაში" იხილა, ჰოლივუდი მას აღმერთებდა, თუმცა სხვა ქვეყნებში, გარდა მისი მშობლიური უნგრეთისა, მას ნაკლებად იცნობდნენ, უნგრეთში კი მზად იყვნენ ავა ხელში აყვანილი ეტარებინათ.




შონ იანგი


image



ამერიკელი მსახიობი შონ იანგი კინომაყურებელმა ფილმებში "სამართებელზე მორბენალი", "უოლ-სტრიტი", "გამოსავალი არ არის", "დიუნი" და "ბიძაშვილებში" იხილა. 2000 წლიდან მოყოლებული რეჟისორები მას დამოუკდებელ ფილმებსა და ტელესერიალებში იღებდნენ. შონ იანგმა 2005 წელს ასევე მონაწილეობა მიიღო ტელესერიალ "ესენინში", სადაც აისედორა დუნკანის როლი შეასრულა.





ნატალი ვუდი


image


ნატალი ვუდი სამჯერ გახდა "ოსკარის" ნომინანტი, ის გახლდათ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც სილამაზის ეტალონად სრულიად დამსახურებულად ითვლებოდა.




ჰელენ მირენი

image



კიდევ ერთი უმშვენიერესი ქალბატონი ჰელენ მირენი გახლავთ. ბევრმა ის სწორედ მაშინ გაიცნო, როდესაც მსახიობი უკვე 50 წელს გადაცილებული იყო, თუმცა მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად მომხიბვლელი იყო ის ახალგაზრდობაში.








0
131
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
131