სხვა ამერიკელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ მაკრონის ცოლი ადრე მამაკაცი იყო 22 მარტი, 13:27
ამერიკელ ჟურნალისტს გამოძიებაში ჩინური პროგრამული უზრუნველყოფა დაეხმარა.
ინტერნეტში საკმაოდ დიდი ხანია ვრცელდება ჭორები, რომ საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტი, ყოფილი მამაკაცია. ამჯერად ამერიკელი ჟურნალისტი კენდის ოუენსი ირწმუნება, რომ ბრიჯიტ მაკრონმა, 30 წლის ასაკში, რეალურად შეიცვალა სქესი, იყო მამაკაცი და გახდა ქალი. ამის შესახებ მან თავის YouTube არხზე განაცხადა. ოუენსმა განმარტა, რომ 30 წლამდე ბრიჯიტის წინა სახელი იყო ჯონ მაიკლი (ჟან მიშელი) უფრო მეტიც, ამ ასაკში მას უკვე ხუთი შვილი ჰყავდა. აღნიშნულია, რომ ეს დადგინდა ჩინური პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, რომელმაც ჩაატარა ჯონის ბავშვობის ფოტოსა და ბრიჯიტ მაკრონის ამჟამინდელი ფოტოს შედარებითი ანალიზი. შედეგად დადგინდა აბსოლუტური მსგავსება (100%). პროგრამამ თითქმის აბსოლუტური მსგავსება აღმოაჩინა ჯონის ბავშვობის ფოტოსა და საფრანგეთის პირველი ლედის ამჟამინდელი ფოტოს შედარებით. აღსანიშნავია, რომ მაკრონმა მანამდე ოფიციალურად უარყო ჭორები მეუღლის სქესის შეცვლის შესახებ და ამ ინფორმაციას მცდარი უწოდა. თავად საფრანგეთის პირველმა ლედიმაც გაბრაზებულმა უარყო ყველა ეს ჭორი. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლე 24 წლით უფროსია ქმარზე, ბრიჯიტ ტროგუნსი სკოლაში მაკრონის მასწავლებელი იყო, ბრიჯიტ ტროგუნსი მანამდე დაქორწინებული იყო და სამი შვილი ჰყავს, თუმცა ქმარს გაშორდა და წყვილმა 2007 წელს იქორწინა. 1180 2-ს მოსწონს
|