ფოტოგრაფია იდეალური ადგილები სახლში, ძვირფასი და თქვენთვის ფასეული ნივთების შესანახად (15 ფოტო) 22 მარტი, 18:02 ყველასთვის სტრესულია იმაზე ფიქრი, რომ სახლში ჩვენი არყოფნის დროს, შეიძლება, "დაუპატიჟებელი სტუმარი" გამოჩნდეს და ოჯახის წევრებისთვის ძვირფასი და ფასეული ნივთები წაიღოს. მაგრამ, ყოველთვის სახლში ვერ ვიქნებით... ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ სახლის დატოვება რამდენიმე დღით, ან კვირით გვიწევს, ჯობია ყველა ნივთი, რაც ძვირფასად და ფასეულად მიგვაჩნია, ყოველი შემთხვევისთვის, ისეთ ადგილზე შევინახოთ, სადაც ქურდი ვერასდროს მიაგნებს და აზრადაც არ მოუვა, რომ იქ რამე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ფარული უჯრები და განყოფილებები, საიდუმლო კარი, დეკორაციებით შენიღბული სამალავები და ა. შ. ქვემოთ, ფოტოებს გთავაზობთ, რომელზეც სამალავებია ასახული. მაგრამ, ქსელში ამ ფოტოების გავრცელების შემდეგ, რა თქმა უნდა, ზუსტად ასეთი ადგილები, თქვენთვის ძვირფასი ნივთების შესანახად, აღარ გამოგადგებათ. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებაში, ნამდვილად დაგეხმარებათ.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |